მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

აშშ-ს ტექნიკური გადამზადების პროგრამა

BM.GE
22.12.18 11:43
1133
ქალის და კაცის პროფესია - ახალი ამბავი არ არის, რომ ასეთი სტერეოტიპების გამო, ქალები პროფესიულ სასწავლებლებს ხშირად თავს არიდებენ. ახალი ამბავი ის არის, რომ პროფესიულ განათლებაში ქალების აქტიურად დასაინტერესებლად და ჩასართავად ამერიკის მთავრობამ პროგრამა შეიმუშავა, რომლის ფარგლებშიც ამერიკის მოწინავე პროფესიულ სასწავლებლებში საუკეთესო მეთოდების გასაცნობად და ხანგრძლივი პარტნიორობის ჩამოსაყალიბებლად ქართული სასწავლებლებისა და განათლების სამინისტროს წარმომადგენლები გაემგზავრნენ. მარიამ ქობალია "ტექნიკური გადამზადების ცენტრის" გენდერისა და სოციალური საკითხების ექსპერტია და მან სამკვირიანი კურსი ამერიკაში ზემოთაღნიშნული პროექტის ფარგლებში გაიარა.