მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ანაკლიის პორტი, გემი "ათენა"

BM.GE
19.09.18 10:22
1792
ანაკლიის პორტში ათენა დასაქმდა. უდიდესი გემი მითოლოგიური ღმერთის სახელით მშენებარე ქალაქში პორტისთვის ნაპირის დაღრმავების სამუშაოებით დაკავდება. ქალაქის მშენებლობა, პორტი და ათენა ერთად შესაძლოა ზღაპრულ ისტორიასაც გაგონებდეთ, მაგრამ ფაქტია გემი "ათენას" გამოყენებით, ანაკლიის პორტისთვის ზღვიდან 5 მლნ კუბურ მეტრამდე ქვიშას ამოირებენ და ნაპირზე გადმოიტანენ. საზღვაო მშენებლობას საერთაშორისო ტენდერში გამარჯვებული, მსოფლიოში ერთ-ერთი ლიდერი საზღვაო-ინფრასტრუქტურული კომპანია Van Oord-ი ჩაატარებს.