მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ანაკლიის განვითარების კონსორციუმის და დისტრიბუტორების თანამშრომლობა

BM.GE
11.12.18 11:25
872
ანაკლიის პროექტის დამფუძნებლებსა და საქართველოს დისტრიბუტორთა ბიზნეს ასოციაციის წევრებს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმებით დასრულდა გუშნდელი შეხვედრა, რომელიც მშენებარე პორტში სამუშაოების პროგრესის გაცნობას და საინტერესო დისკუსიას მოიცავდა. რა პერსპექტივები არსებობს დისტრიბუციის გავითარებისათვის პორტის დატვირთულობის ეტაპიდან და ვინ ისარგებლებს პლატფორმით, რომელიც თავისუფალი ზონის სტატუსის გათვალისწინებით ლოგისტიკის ბიზნესის, საბითუმო ვაჭრობის, ელექტრონული კომერციის, მსუბუქი მრეწველობისა და რე-ექსპორტის საქმიანობისათვის სანსაკუთრებით საინტერესო იქნება. რა ინტერესი შეიძლება გამოიკვეთოს ანაკლიის სპეციალური ეკონომიკური ზონისა და პორტის პროექტის ფარგლებში დისტრიბუტორებისთვის და როგორ შეიძლება ეს პროექტი მათ თავიანთი საქმიანობის გაფართოებისათვის გამოიყენონ.

სტუმრები: ქეთი ბოჭორიშვილი - "ანაკლია სითი", აღმასრულებელი დირექტორი;
ივა ჭყონია - "საქართველოს დისტრიბუტორთა ბიზნეს ასოციაცია", თავმჯდომარე