მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ალტერნატიული საპენსიო რეფორმა

BM.GE
22.06.18 11:24
1132
31 მარტის მდგომარეობით, კერძო საპენსიო ფონდებში 26.808 მლნ ლარი იყო მობილიზებული, წლიურად ზრდა 4.35 მილიონია. საპენსიო დანაზოგების აუცილებლობაზე აქტიური საუბრების ფონზე კერძო სქემებში მონაწილეთა რაოდენობა მხოლოდ უმნიშვნელოდ, 615 პირით არის გაზრდილი. ჯამში დანაზოგს 23 076 პირი აკეთებს. პირველ კვარტალში საპენსიო შენატანები 1.45 მლნ ლარი იყო. სქემების საინვესტიციო შემოსავალმა კი 508 456 ლარი შეადგინა. კერძო საპენსიო სქემა 3 კომპანიას აქვს ალდაგს, ჯიპიაი ჰოლდინგს და საქაერონავიგაციას. აქტიურად საუბრის გარდა მსჯელობა კანონმდებლებს ახლა უკვე ორი კანონპროექტი აქვთ განსახილველი. ეკონომიკის სამინისტროს მიერ დაწერილი საპენსიო რეფორმის პროექტის ალტერნატიული ვარიანტი კოლეგებს ფრაქცია „ქართული ოცნება სოციალ-დემოკრატებმა“ წარუდგინეს და დღეს მისი საკომიტეტო მოსმენა შედგება. ალტერნატიულ ვარიანტში პრინციპი შენარჩუნებულია, თუმცა რამდენიმე განცხვავება მაინც არის, მათ შორის საშალო ხელფასის პროპორციულად პენსიის ყოველწლიური ზრდა, თაობათა სოლიდარობის პრინციპი და ინდივიდუალური დაგროვება.

სტუმარი: ბექა ნაცვლიშვილი - პარლამენტის დეპუტატი, ფრაქცია ქართული ოცნება - სოციალ-დემოკრატების წევრი;