მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

აკრედიტაცია - ავტორიზაციის ახალი სტანდარტი

BM.GE
23.03.18 11:48
1336
განათლების მინისტრმა, მიხეილ ჩხენკელმა, ჯერ კიდევ პარლამენტში მისი პირველი გამოსვლისას განაცხადა, რომ უმაღლესი სასწავლებლები არაგეგმიურად შემოწმდებოდნენ და ავტორიზაციის სტანდარტების შეუსაბამობა მათთვის სტუდენტების მიღების შეჩერების საბაბი გახდებოდა. მინისტრის განცხადებით კი ის უნივერსიტეტები, რომელიც ბაზარზე დარჩებიან სტუდენტებს ხარისხზე ორიენტირებულ სწავლებას შესთავაზებენ. მონიტორინგის საფუძველზე ავტორიზაცია 4 სასწავლებელს უკვე შეუჩერდა, წინ კი შემოწმების აქტიური პროცესია. ცნობილია რომ წელს არსებული სამი სტანდარტის ნაცვლად 29 უნივერსიტეტებს ავტორიზაციისთვის ევროპული 7 სტანდარტის დაკმაყოფილება მოუწევთ.

სტუმარი: თათია ჩაფიჩაძე - “საქმიანი დილის” რეპორტიორი; თამარ სანიკიძე - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი