მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Ad Black Sea 2018 იწყება

BM.GE
17.09.18 10:28
914
20-22 სექტემბერს Check In Georgia-ს ფარგლებში ბათუმში საერთაშორისო სარეკლამო ფესტივალი Ad Black Sea გაიმართება. ისე როგორც ბოლო ოთხი წელია, სამი დღის განმავლობაში ბათუმში მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან სარეკლამო ინდუსტრიაში მოღვაწე წარმატებული ადამიანები მოიყრიან თავს. Ad Black Sea ფესტივალის ფარგლებში დაინტერესებულ პირებს შესაძლებლობა ექნებათ დაესწრონ საერთაშორისო დონის სემინარებს, მიიღონ უახლესი ინფორმაცია რეკლამის ინდუსტრიაში არსებული ტრენდების და ტენდენციების შესახებ. ვის უნდა ელოდონ წელს ამ ფესტივალში მონაწილეობის მსურველები და სფეროთი დაინტერესებული ადამიანები?

სტუმარი: თამარ ცინცაძე - Ad black sea-ი რეკლამის საერთაშორისო ფესტივალის აღმასრულებელი დირექტორი