07.მარტი.2018 19:55

მილიარდერები მსოფლიოდან

მილიარდერები მსოფლიოდან
Forbes-მა პლანეტის ყველაზე მდიდარი ადამიანების 2018 წლის რეიტინგი გამოაქვეყნა. მსოფლიოს 2208 მილიარდერის ქონება გამოცემამ ჯამში $9.1 ტრილიონად შეაფასა. წლევანდელ რეიტინგს 259 ახალი მილიარდერი დაემატა.

პლანეტის ყველაზე მდიდარი ადამიანი Amazon-ის დამფუძნებელი ჯეფ ბეზოსი გახდა, რომლის ქონებაც წლიურად $39.2 მილიარდით გაიზარდა და შედეგად ბეზოსმა ბილ გეითსი უკან ჩამოიტოვა.

რეიტინგში 72 ქვეყნის მილიარდერები მოხვდნენ, მათ შორის ისტორიაში პირველად სიას უნგრელი და ზიმბაბველი მილიარდერები დაემატა. ჯამში პლანეტის ყველაზე მდიდარი ადამიანების ქონება 2017 წელს 18%-ით გაიზარდა. ყველაზე მეტი მილიარდერი ამერიკელია - 585. მას მოსდევს ჩინეთი 373 მილიარდერით.

პლანეტის 10 მდიდარი ადამიანის სია შემდეგია:

ჯეფ ბეზოსი; Amazon-ის დამფუძნებელი - $112 მილიარდი
ბილ გეითსი; Microsoft-ის დამფუძნებელი - $90 მილიარდი
უორენ ბაფეტი; Berkshire Hathaway-ის დამფუძნებელი - $84 მილიარდი
ბერნარ არნო; LVMH Moët Hennessy - Louis Vuitton-ის აღმასრულებელი დირექტორი - $72 მილიარდი
მარკ ცუკერბერგი; Facebook-ის დამფუძნებელი - $71 მილიარდი
ამანსიო ორტეგა; Zara-ს, Oysho-სა და Massimo Dutti-ის მფლობელი - $70 მილიარდი
კარლოს სლიმი; Telmex-ის მფლობელი - $67.1 მილიარდი
ჩარლზ კოხი; Koch Industries-ის აღმასრულებელი თავმჯდომარე - $60 მილიარდი
დევიდ კოხი; Koch Industries-ის ერთ-ერთი მფლობელი - $60 მილიარდი
ლარი ელისონი; Oracle-ის დამფუძნებელი - $58.5 მილიარდი.


უმდიდრეს ადამიანებს შორის 265 ქალია, მათი საერთო ქონება კი ტრილიონ დოლარს აღემატება, რაც წინა წელთან შედარებით, 20%-ით გაზრდილი მაჩვენებელია.

პლანეტის ყველაზე მდიდარი ქალბატონი ალის ვოლტონი გახდა, რომლის ქონებაც ერთ წელში $33.8 მილიარდიდან $46 მილიარდამდე გაიზარდა. ალისი Walmart -ის დამფუძნებლის ერთადერთი ქალიშვილია. აქამდე პლანეტის ყველაზე მდიდარი ქალბატონის ტიტული L'Oreal -ის მფლობელს ლილიან ბეტანკურს ეკავა, რომელიც გასულ წელს გარდაიცვალა. ბეტანკურის ქონების მეურვე ცხოვრების ბოლო წლებში მისი ქალიშვილი იყო, რომელმაც წელს პლანეტის უმდიდრესი ქალბატონების სიაში მეორე ადგილი დაიკავა $42.2 მილიარდით.

სიაში მესამე ადგილს სუსან კლატენი იკავებს, რომელსაც BMW-ში წილი მემკვიდრეობით ერგო. ამჟამად მისი ქონება $25 მილიარდია. Forbes-ის ყველაზე მდიდარი ქალბატონების სიის პირველი ათეულიდან 8-ს ქონება მემკვიდრეობით ერგო. ყველაზე მეტი ე.წ. Self-made ქალბატონი კი ამერიკის შეერთებული შტატებიდან და ჩინეთიდანაა. მილიარდერების სიას წელს 42 ქალი შეემატა. ათეულის Self-made მილიარდერი ქალბატონები არიან ავსტრალიელი ჯინა რინეჰარტი და ამერიკელი აბიგაილ ჯონსონი, რომელიც Fidelity Investments-ს ხელმძღვანელობს. ამ უკანასკნელსაც ქონება მემკვიდრეობით ერგო, თუმცა კომპანიის და პირადი ქონების ზრდა მის მმართველობას უკავშირდება.

Forbes-ის 2018 წლის მილიარდერების სიიდან 63-ის ასაკი 40 წელს არ აღემატება. გასულ წელს ახალგაზრდა მილიარდერების რაოდენობა 56-ს შეადგენდა. ახალგაზრდა მილიარდერების სიიდან 34 ე.წ. self-made-ია, მათგან 26 კი ტექნოლოგიურ სფეროში მოღვაწეობს და ყველა მათგანი კაცია. ახალგაზრდა მილიარდერების სიაში 16 ქალბატონია და ყველა მათგანს ქონება მემკვიდრეობით ერგო.

უკვე მესამე წელია ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერების სიის სათავეში ნორვეგიელი დები ალექსანდრა და კატერინა ანდრესენები არიან. დების ასაკი 21 და 22 წელია და მათ მამამ კომპანია Ferd-ის აქციები 2007 წელს გადაუფორმა. დები $1.4-$1.4 მილიარდს ფლობენ.

ყველაზე ახალგაზრდა Self-made მილიარდერი ჯონ კოლისონია. 27 წლის კოლისონმა ძმასთან ერთად საგადახდო სისტემის სტარტაპი Stripe დააფუძნა. კომპანია $9.2 მილიარდადაა შეფასებული. ძმების ქონება ამ ეტაპზე მილიარდ დოლარს აჭარბებს. ჯონ კოლინსონი სულ რამდენიმე თვით უმცროსია ევან შპიგელზე, რომელიც Snap-ის თანადამფუძნებელია და $4.1 მილიარდს ფლობს. შპიგელი გასულ წელს Snapchat-ის აპლიკაციის რედიზაინის პროექტს ხელმძღვანელობდა.

ახალგაზრდა მილიარდერების სიაში წელს პირველად მოხვდა პაველ დუროვი, რომელასც რუსეთის მარკ ცუკერბერგსაც უწოდებენ. 33 წლის დუროვმა რუსეთში პოპულარობით ნომერ მეორე სოციალური ქსელი Vkontakte 2007 წელს შექმნა, როდესაც 22 წლის იყო. Vkontakte-ს დღეს 400 მილიონზე მეტი მომხმარებელი ჰყავს. 2015 წელს დუროვმა კომპანიის 12%-იანი წილი $300 მილიონ დოლარად გაყიდა.

ახალგაზრდა მილიარდერებიდან ყველაზე მეტ ქონებას კვლავ მარკ ცუკერბერგი ფლობს. Facebook-ის დამფუძნებელის ქონება $71 მილიარდს აღემატება. მას მოსდევს ჩინელი იანგ ჰუიანი, რომლის ქონებაც $21.9 მილიარდს შეადგენს. 36 წლის მილიარდერს უძრავი ქონების კომპანიაში Country Garden Holdings წილი მამისგან მემკვიდრეობით 2007 წელს ერგო.

ჯამში პლანეტის 63 ახალგაზრდა მილიარდერი 265 მილიარდ დოლარს ფლობს, რაც 2017 წლის მონაცემზე $57 მილიარდით გაზრდილი მაჩვენებელია. წინა წელთან შედარებით ქონება 30 მათგანს გაეზარდა, ხოლო 11 ახალგაზრდის ქონება კი შემცირდა.


Forbes-ის პლანეტის ყველაზე მდიდარი ადამიანების 2018 წლის სიაში ტექნოლოგიური სფეროს 206 წარმომადგენელია და მათი რაოდენობა წინა წელთან შედარებით, 23-ით გაიზარდა. მათი ქონება ჯამში $1.3 ტრილიონს აღემატება, რაც 2017 წელთან შეადრებით, 30%-ით გაზრდილი მაჩვენებელია. ტექნოლოგიური სფეროს მილიარდერების 58%-სთვის გასული წელი წარმატებული აღმოჩნდა და მათი ქონება გაიზარდა, ხოლო 13%-ის ქონება კი შემცირდა.

ტექნოლოგიური სფეროს მილიარდერებიდან ყველაზე მეტი ამერიკასა და ჩინეთში ცხოვრობს. ამერიკელი „ტექ მილიარდერებიდან“ უმეტესობა კალიფორნიაში ცხოვრობს. ჯამში სიაში 79 ამერიკელია, 55 მათგანი კი კალიფორნიადანაა.

ტექნოლოგიური სფეროს მილიარდერებიდან ქალი მხოლოდ 15-ია.

აღსანიშნავია რომ ტექნოლოგიური სფეროს მილიარდერების სიაში 200-ზე მეტი ადამიანი შედის და მათმა 94%-მა ქონება თავად დააგროვა და ის მემკვიდრეობით არ მიუღია.

აღნიშნული რეიტინგის სათავეში, ისევე როგორც პლანეტის უმდიდრესი ადამიანების სიის სათავეში ჯეფ ბეზოსია. Amazon-ის დამფუძნებლის ქონება $112 მილიარდს შეადგენს. ბოლო 12 თვეში კომპანიის აქციები 59%-ზე მეტად გაიზარდა, რამაც მის დამფუძნებელს პლანეტის ყველაზე მდიდარი ადამიანის ტიტული მოუტანა. ბეზოსი ქონება წლიურად $39.2 მილიარდით გაიზარდა. ამჯერად ბეზოსი Amazon-ის 16%-ს ფლობს.

ტექნოლოგიური სფეროს მილიარდერებში მეორე ადგილს Microsoft-ის დამფუძნებელი იკავებს. ბილ გეითსი ბოლო 24 წელში მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანი 18-ჯერ გახდა. ამჯერად მისი ქონება $90 მილიარდია. Forbes-ის სიაში გეითსი პირველად 1988 წელს მოხვდა და მაშინ მისი ქონება მხოლოდ $1.4 მილიარდი იყო.

ტექნოლოგიური სფეროს მილიარდერებში მესამე ადგილს მარკ ცუკერბერგი იკავებს, რომელიც პლანეტის ყველაზე მდიდარი ადამიანების სიაში მეხუთე ადგილზეა. Facebook-ის დამფუძნებლის ქონება $71 მილიარდს შეადგენს. ბოლო ერთ წელში მისი ქონება $15 მილიარდით გაიზარდა, რისი მიზეზიც სოციალური ქსელის აქციების 32%-იანი ზრდა გახდა.

წლევანდელ რეიტინგს შეემატა რუსი მილიარდერი ანდრეი ანდრეევი, რომელმაც 2006 წელს Badoo დაარსა. ონლაინ გაცნობის პლატფორმას დღეს მსოფლიოში 377 მილიონი მომხმარებელი ჰყავს მსოფლიოს 190 ქვეყნიდან. სიაში მოხვდა პაველ დუროვიც, - Vkontakte-ს დამფუძნებელი.


04.ივლისი.2018 15:36
1020

ინფორმაცია თქვენთვის

ვრცლად
04.ივნისი.2018 12:35
911

გეითსის რჩეული წიგნები

ვრცლად
07.მაისი.2018 18:37
491

Google მეტი უსაფრთხოებისთვის

ვრცლად
23.აპრილი.2018 11:15
913

რას გვპირდება ცუკერბერგი

ვრცლად
12.თებერვალი.2018 17:46
1011

წლის ქველმოქმედები

ვრცლად
03.თებერვალი.2018 18:46
909

მსოფლიო ინტერნეტში

ვრცლად
22.დეკემბერი.2017 17:00
988

საქართველო Euronews-ზე

ვრცლად
19.დეკემბერი.2017 18:37
696

ღვინო ბაკურციხედან

ვრცლად
18.დეკემბერი.2017 11:10
757

ოცნების თაფლი

ვრცლად
15.დეკემბერი.2017 16:47
816

სიმინდი ფერმერებისგან

ვრცლად
14.დეკემბერი.2017 13:01
847

მოსავალი ზესხოში

ვრცლად
13.დეკემბერი.2017 12:03
917

ხორგის სათბურები

ვრცლად
12.დეკემბერი.2017 14:10
769

ნერგები ლანჩხუთიდან

ვრცლად
11.დეკემბერი.2017 12:49
863

მთის ნობათი

ვრცლად
08.დეკემბერი.2017 15:37
1029

სოფლის იმედი

ვრცლად
07.დეკემბერი.2017 13:55
870

"ჯანსაღი მარწყვი"

ვრცლად
06.დეკემბერი.2017 13:10
1371

"ქულბაქის" კალმახი

ვრცლად
04.დეკემბერი.2017 15:30
951

ღვინო "ენომატიკით"

ვრცლად