07.მაისი.2018 18:37

Google მეტი უსაფრთხოებისთვის

Google მეტი უსაფრთხოებისთვის
განახლებული Gmail - რას გვთავაზობს გუგლი ჩვენი მიმოწერის მეტი უსაფრთხოებითვის?

კონფიდენციალური რეჟიმი, თვითგანადგურებადი წერილები - Google-მა Gmail-ის ისტორიაში, ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური განახლების შესახებ განაცხადა. კომპანიის ინფორმაციით, ელფოსტის სერვისის განახლებული ვერსია ბევრ ისეთ ახალ შესაძლებლობას გვთავაზობს, რომელიც მის 1.4 მილიარდ მომხმარებელს მიმოწერის უსაფრთხოებისა და პერსონალური მონაცემების უკეთ დაცვაში დაეხმარება.

 „კონფიდენციალური რეჟიმი“

კონფიდენციალური რეჟიმი იმ მომხმარებლებისთვისაა, რომლებიც მნიშვნელოვანი დოკუმენტების Gmail-ით გაგზავნისგან თავს უსაფრთხოების მიზეზით იკავებენ. Google გვპირდება, რომ ახალი რეჟიმი მათ საკუთარი მიმოწერის დასაცავად დამატებით და ეფექტიან ბერკეტებს შესთავაზებს.

თვითგანადგურებადი წერილები 


ამ ფუნქციის დახმარებით მომხმარებელს შეუძლია დააწესოს ვადა, რომლის გასვლის შემდეგ მის მიერ გაგზავნილი შეტყობინება ადრესატის Inbox-დან წაიშლება. მინიმალური ვადა, რომელიც შეგიძლიათ დააწესოთ, 1 დღეა, მაქსიმალური - 5 წელი. განმარტება იმის შესახებ, რომ წერილი თვითგანადგურებადია, მიუვა ადრესატსაც. თუ გადაიფიქრებთ, შეზღუდვის ნებისმიერ დროს გაუქმებაც შეგიძლიათ.

წერილები, რომლებსაც ვერ გადაამისამართებ
(Un-Forwardable Emails)



ამ ტიპის მეილები ისეთ ფანჯარაში გაიხსნება, რომელიც ადრესატს არ მისცემს შეტყობინება მესამე პირს გადაუგზავნოს, მისი ასლი გააკეთოს (დააკოპიროს) ან ამობეჭდოს. თუმცა უნდა გვახსოვდეს, რომ ეკრანისთვის ფოტოს გადაღება, ე.წ. screenshot-ის გაკეთება ნებისმიერ შემთხვევაში შესაძლებელია.  

ორ ეტაპიანი აუთენტიფიკაცია ( 2FA)



ეს ფუნქცია შესაძლებლობას მოგცემთ, გაგზავნილი შეტყობინებაზე წვდომა შეზღუდოთ მანამ, სანამ ადრესატი მის ტელეფონზე sms-ის სახით მისულ კოდს არ გამოიყენებს. განცხადებაში ნათქვამია, რომ აღნიშნული ცვლილებები იმოქმედებს Gmail-იდან გაგზავნილ იმ შეტყობინებებზეც, რომლებიც სხვა ფოსტის მომხმარებლებს ეგზავნებათ. მათ კონფიდენციალური შეტყობინებების გახსნამდე შესაბამისი ლინკის გამოყენება მოუწევთ.

ხელმოწერის მარტივი გაუქმება (One-tap unsubscribe prompt)  

Gmail-ს უკვე აქვს ფუნქცია უარი თქვათ არასასურველ რეკლამებზე ან გააკეთოთ სია იმ შეტყობინებების სია,  რომლებსაც არ პასუხობთ, თუმცა ეს ცვლილება უარის თქმის მექანიზმის არსებობას პროაქტიურად შეგახსენებთ.  

ფიშინგის საწინააღმდეგო ფუნქციები:



გაიზარდა ბანერების ზომა, რომლებიც შეახსენებთ, რომ არ გახსნათ საეჭვო ბმულები. კომპანიამ ასევე დაიწყო შეტყობინებების დაგზავნაც. მაგალითად, თუ თქვენ მიიღებთ წერილს, რომელიც ნაცნობი ელექტრონული ფოსტიდანაა გამოგზავნილი, მაგრამ საეჭვო შინაარსის არის,  შედგება, Gmail გაგაფრთხილებთ,  რომ რაღაც არასწორია.

როდიდან და ვისთვის იცვლება?



 Gmail-ს ახალი ფუნქციების გამოყენება დამოკიდებულია იმაზე, თუ რა ტიპის ანგარიშს იყენებთ. თუ თქვენ Gmail-ის რეგულარული მომხმარებელი ხართ, ახალი Gmail-ის გააქტიურება მარჯვენა კუთხეში პარამეტრების ველიდან შეგიძლიათ, სადაც უნდა აირჩიოთ „Try the new Gmail".

თუ თქვენ იყენებთ G-Suite ანგარიშს ბიზნესისა და სკოლისთვის, მისი გააქტიურება Early Adopter Program-ის მეშვეობით შეგიძლიათ.
რაც შეეხება კონფიდენციალურ რეჟიმს, ის ხელმისაწვდომი ეტაპობრივად გახდება.


წყარო : პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატი




04.ივლისი.2018 15:36
649

ინფორმაცია თქვენთვის

ვრცლად
04.ივნისი.2018 12:35
618

გეითსის რჩეული წიგნები

ვრცლად
23.აპრილი.2018 11:15
717

რას გვპირდება ცუკერბერგი

ვრცლად
07.მარტი.2018 19:55
871

მილიარდერები მსოფლიოდან

ვრცლად
12.თებერვალი.2018 17:46
820

წლის ქველმოქმედები

ვრცლად
03.თებერვალი.2018 18:46
719

მსოფლიო ინტერნეტში

ვრცლად
22.დეკემბერი.2017 17:00
821

საქართველო Euronews-ზე

ვრცლად
19.დეკემბერი.2017 18:37
491

ღვინო ბაკურციხედან

ვრცლად
18.დეკემბერი.2017 11:10
567

ოცნების თაფლი

ვრცლად
15.დეკემბერი.2017 16:47
538

სიმინდი ფერმერებისგან

ვრცლად
14.დეკემბერი.2017 13:01
569

მოსავალი ზესხოში

ვრცლად
13.დეკემბერი.2017 12:03
606

ხორგის სათბურები

ვრცლად
12.დეკემბერი.2017 14:10
542

ნერგები ლანჩხუთიდან

ვრცლად
11.დეკემბერი.2017 12:49
588

მთის ნობათი

ვრცლად
08.დეკემბერი.2017 15:37
769

სოფლის იმედი

ვრცლად
07.დეკემბერი.2017 13:55
588

"ჯანსაღი მარწყვი"

ვრცლად
06.დეკემბერი.2017 13:10
1019

"ქულბაქის" კალმახი

ვრცლად
04.დეკემბერი.2017 15:30
695

ღვინო "ენომატიკით"

ვრცლად