13.მარტი.2018 18:00
ავიაცია

თბილისის აეროპორტში ახალი ავიაკომპანია Korean Air იფრენს

თბილისის აეროპორტში ახალი ავიაკომპანია Korean Air იფრენს
თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან ახალი ავიაკომპანია Korean Air იწყებს ოპერირებას, - ამის შესახებ TAV Georgia-ს გენერალური მენეჯერის მოადგილემ, თეა ზაქარაძემ, "საქმიანი დილის" ეთერში განაცხადა. მისი განმარტებით ეს არის სრულიად ახალი მიმართულება, საქართველოს ბაზრისთვის, Korean Air თავდაპირველად მხოლოდ ჩარტერულ რეისებს შეასრულებს.

"მართალია ორი ტურისტული ჩარტერით იწყებს "ქორეან ეირი“, მაგრამ მასთან მოლაპარაკებები მაძლევს იმის თქმის საშუალებას, რომ ეს ურთიერთობა გაგრძელედება და ისინი სავარაუდოდ რეგულარული რეისების შესრულებასაც დაიწყებენ თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან სეულში. იმედია, შევთანხმდებით და ისინი გამოძებნიან რესურსს, რომ თბილისი აეროპორტიდან რეგულარულად იფრინონ. ევროპას ასე თუ ისე შევეჩვიეთ, ასევე აზიის ბევრი მიმართულება უკვე ათვისებული გვაქვს, მაგრამ კორეა საერთოდ ახალი და საინტერესო ბაზარია ჩვენთვის, ისევე როგორც ჩინეთი", - განაცახადა თეა ზაქარაძემ.

მისივე განმარტებით, თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან, ზაფხულის სეზონზე, სულ ცხრა ახალი ავიაკომპანია დაიწყებს ოპერირებას.
ავტორი: მაია ბიწაძე



21.ივნისი.2018 17:43
181

“Myway Airlines” თელ-ავივის მიმართულებით რეგულარული რეისების შესრულებას იწყებს

ვრცლად
20.ივნისი.2018 17:24
181

საქართველო საავიაციო რალის უმასპინძლებს

ვრცლად
18.ივნისი.2018 17:49
181

საქართველოში პირველი "დრონი" დარეგისტრირდა

ვრცლად
15.ივნისი.2018 10:43
181

Jazeera Airways: საქართველოს სავიზო პოლიტიკა ტურისტებისთვის ძალიან მოსახერხებელია

ვრცლად
14.ივნისი.2018 12:59
181

ქუვეითის ავიაკომპანია Jazeera Airways-მა თბილისის მიმართულებით პირველი რეისი შეასრულა

ვრცლად
12.ივნისი.2018 17:27
181

My Way Airlines-მა რეგულარული რეისების შესრულება დაიწყო

ვრცლად