14.მაისი.2018 17:31
ავიაცია

თბილისი-ბათუმის მიმართლებით დამატებითი ავიარეისი ინიშნება

თბილისი-ბათუმის მიმართლებით დამატებითი ავიარეისი ინიშნება
19 მაისს, შაბათს, იტალიელი კომპოზიტორისა და დირიჟორის, ენიო მორიკონეს კონცერტთან დაკავშირებით, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს ,,საქართველოს აეროპორტების გაერთიანება“ თბილისი-ბათუმი-თბილისის მიმართლებით დამატებით ავიარეისს ნიშნავს. თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან ბათუმის საერთაშორისო აეროპორტის მიმართულებით ავიარეისი 16:00 საათზე შესრულდება, ხოლო ბათუმიდან რეისი თბილისის მიმართულებით, კონცერტის დასრულების შემდეგ, 01:30 საათზე.

ლეგენდარული იტალიელი კომპოზიტორი ენიო მორიკონე რომის სიმფონიურ ორკესტრთან ერთად Black See Arena-ზე კონცერტს 19 მაისს 20:30 საათზე გამართავს. ორკესტრს თავად კომპოზიტორი უდირიჟორებს. მორიკონეს კონცერტის ბილეთი 60-დან 300 ლარამდე ღირს. ბილეთების ყიდვა tkt.ge-ზე ამ დროისთვისაც შესაძლებელია.
ენიო მორიკონემ მუსიკალურად ისეთი ფილმები გააფორმა, როგორიცაა "ერთხელ ამერიკაში", "კარგი, ცუდი, ბოროტი", "დეკამერონი" და ა.შ.

ენიო მორიკონე საქართველოში 2018 წელს დაგეგმილი ტურის ფარგლებში ჩამოვა. მსოფლიო ტურნეს საკულტო კომპოზიტორი Black See Arena-ზე პროექტ Check in Georgia-ს ფარგლებში ხსნის.



05.სექტემბერი.2018 16:38
181

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში მგზავრთნაკადი 44%-ით გაიზარდა

ვრცლად
16.ივლისი.2018 11:39
181

ადგილობრივი ავიარეისების შესრულებაზე ტენდერი განმეორებით გამოცხადდება

ვრცლად
09.ივლისი.2018 12:31
181

ადგილობრივ ავიარეისების შესრულებაზე გამოცხადებულ ტენდერში შპს ,,აკ-ეარ ჯორჯია“ მონაწილეობას მიიღებს

ვრცლად
05.ივლისი.2018 09:30
181

აეროპორტებში მგზავრთნაკადი 31%-ით გაიზარდა

ვრცლად
04.ივლისი.2018 15:23
181

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი ივნისში მგზავრთა რეკორდული რაოდენობას მოემსახურა

ვრცლად
04.ივლისი.2018 14:20
181

Myway Airlines აგვისტოდან ევროკავშირის ქვეყნებში იფრენს

ვრცლად