24.აპრილი.2018 17:11
ავიაცია

საქართველოსა და კორეის რესპუბლიკას შორის ჩარტერული ფრენები შესრულდება

საქართველოსა და კორეის რესპუბლიკას შორის ჩარტერული ფრენები შესრულდება
მაისში, კორეული ავიაკომპანია „Korean Air“ სეულსა და თბილისს შორის პირდაპირ ჩარტერულ რეისებს განახორციელებს. ფრენები ორი ქვეყნის დედაქალაქებს შორის 17 და 31 მაისს, Airbus A330 ტიპის საჰაერო ხომალდით შესრულდება და საქართველოში ტურისტების ჩამოყვანას მოემსახურება.

სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ, ჩარტერული საჰაერო მიმოსვლის განხორციელებისათვის აუცილებელი ნებართვა ავიაკომპანია „Korean Air“-ს 23 აპრილს მიენიჭა.

„Korean Air“ კორეის რესპუბლიკის (სამხრეთ კორეა) წამყვანი ავიაკომპანიაა, რომელიც „SkyTeam“-ის ალიანსის წევრია და 43 ქვეყნის 123 მიმართულებით ოპერირებს.
ავტორი: მაია ბიწაძე



26.მაისი.2018 23:14
181

ახალი დაბალბიუჯეტიანი რუსული ავიაკომპანია ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში

ვრცლად
21.მაისი.2018 20:00
181

ქუთაისის აეროპორტის ახალი ტერმინალი 2019 წლის ზაფხულიდან ამოქმედდება

ვრცლად
21.მაისი.2018 18:20
181

რატომ გაძვირდა შიდა ფრენები?

ვრცლად
18.მაისი.2018 14:23
181

საჰაერო მოძრაობის მართვის ახალი ცენტრი გაიხსნა

ვრცლად
17.მაისი.2018 13:54
181

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ქუთაისი-ათენი-ქუთაისის პირველი ბაზირებული რეისი შესრულდა

ვრცლად
16.მაისი.2018 11:03
181

"საქაერონავიგაცია" საჰაერო მოძრაობის მართვის უახლესი სისტემებით აღიჭურვა

ვრცლად