15.აპრილი.2018 13:30
ავიაცია

საქართველოს ავიაბაზარზე ბერძნული ავიაკომპანია ფრენას განაახლებს

საქართველოს ავიაბაზარზე ბერძნული ავიაკომპანია ფრენას განაახლებს
ბერძნული ავიაკომპანია ELLINAIR-ი თბილისის მიმართულებით რეგულარულ რეისებს შეასრულებს. შპს ,,საქართველოს აეროპორტების გაერთიანებასა“ და ბერძნულ ავიაკომპანია ELLINAIR-ს შორის მოლაპარაკებების წარმატებით დასრულების შედეგად, მაისიდან განახლდება რეგულარული რეისების შესრულება თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან სალონიკის და კუნძული კრეტას მიმართულებით.

ფრენა AIRBUS 320 და BOEING 737 ტიპის თვითმფრინავებით 22 მაისიდან თბილისი-სალონიკი-თბილისის მიმართულებით კვირაში ერთხელ, ყოველ სამშაბათს განხორციელდება. 14 ივნისიდან კი რეისები კვირაში ორჯერ - ყოველ სამშაბათს და ხუთშაბათს შესრულდება. ერთი გზის ბილეთის ფასი 297 ლარიდან, ხოლო ორი გზის ბილეთის ფასი 591 ლარიდან დაიწყება.

ასევე, 14 ივნისიდან თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან რეისები კუნძული კრეტას მიმართულებით დაინიშნება. ჰერაკლიონის მიმართულებით რეისები კვირაში ერთხელ, ყოველ ხუთშაბათს შესრულდება და ორმხრივი ბილეთის ფასი 765 ლარი იქნება.

ავიაბილეთის ფასში შედის: 8 კგ ხელბარგი; 20 კგ ბარგი; კვება ბორტზე;გამაგრილებელი და ალკოჰოლური სასმელები;

საქართველოს აეროპორტების გაერთიანებაში აცხადებენ, რომ საქართველოს მოქალაქეებში საბერძნეთი ერთ-ერთი პოპულარული მიმართულებაა და აღნიშნული რეისების დამატება ხელს შეუწყობს ორ ქვეყანას შორის ტურისტული პოტენციალის გაღრმავებას.
ავტორი: მაია ბიწაძე



05.სექტემბერი.2018 16:38
181

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში მგზავრთნაკადი 44%-ით გაიზარდა

ვრცლად
16.ივლისი.2018 11:39
181

ადგილობრივი ავიარეისების შესრულებაზე ტენდერი განმეორებით გამოცხადდება

ვრცლად
09.ივლისი.2018 12:31
181

ადგილობრივ ავიარეისების შესრულებაზე გამოცხადებულ ტენდერში შპს ,,აკ-ეარ ჯორჯია“ მონაწილეობას მიიღებს

ვრცლად
05.ივლისი.2018 09:30
181

აეროპორტებში მგზავრთნაკადი 31%-ით გაიზარდა

ვრცლად
04.ივლისი.2018 15:23
181

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი ივნისში მგზავრთა რეკორდული რაოდენობას მოემსახურა

ვრცლად
04.ივლისი.2018 14:20
181

Myway Airlines აგვისტოდან ევროკავშირის ქვეყნებში იფრენს

ვრცლად