09.მარტი.2018 11:27
ავიაცია

საგადასახადო შეღავათებმა ServiceAir Holding-ს მგზავრთა რაოდენობა გაუზარდა

საგადასახადო შეღავათებმა ServiceAir Holding-ს მგზავრთა რაოდენობა გაუზარდა
შიდა ავიაციაზე საგადასახადო შეღავათების დაწესებამ კიდევ ერთ კომპანიას, ,,სერვისეარ ჰოლდინგს“, მისცა ბიზნესის განვითარების საშუალება, რომელსაც მგზავრები საქართველოს მასშტაბით, სხვადასხვა რეგიონებში გადაჰყავს, ამის შესახებ Bm.ge-ს აღნიშნული ჰოლდინგის დამფუძნებელმა, ამირან მანჯავიძემ განუცხადა. როგორც მან განმარტა, საავიაციო საწვავზე აქციზისა და დღგ-ს გადასახადის გაუქმებამ, ერთი საათი ფრენის ღირებულება 20-25%-ით შეამცირა, შედეგად, ამავე პროპორცით გაიზარდა გადაყვანილ მგზავრთა რაოდენობა.

"გადასახადების შემცირება ჩვენს ბიზნესზე ძალიან კარაგად აისახა, დაახლოებით 20%-ით გაიაფდა ფრენის ღირებულება, ამ რეისების შესრულება სახელმწიფო დოტაციით ხდება, ანუ სახელმწიფოს ერთ საათანი ფრენის შესყიდვა 20%-ით გაუიაფდა. ეს არის რეგულარული რეისები, რომლებიც ნატახტარიდან მესტიაში 4 -ჯერ, ამბროლაურში - 2 -ჯერ, მესტია-ქუთაისის მიმართულებით - 2-ჯერ, ხოლო თბილისიდან ბათუმში კვირაში 4 ჯერ სრულდება. თუმცა, ჩვენ ამის გარდა, როგორც ავიატაქსი, ვასრულებთ კომერციულ რეისებსაც, ანუ ჩარტერულ ფრენებს, რომელიც არ არის დოტაციაზე. შესაბამისად ჩვენი მგზავრების რაოდენობა 20-25%-ით გაიზარდა", - განაცხადა ამირან მანჯავიძემ.

"ავიასერვის ჰოლდინგი“ მცირე ზომის თვითმფრინავებითა და ვერტმფრენებით ასრულებს რეისებს. მათ ავიაპარკში შედის ორი, ექვსადგილიანი ვერტმფრენი: იტალიური Agusta და ფრანგული ,,ALOUETTE“, ასევე ორი, ამერიკული თვითმფრინავი Cessna, ორი ჩეხური, 17 მგზავრიანი L- 410, რომლითაც ამბროლაურსა და მესტიაში დაფრინავენ და 34 მგზავრზე გათვლილი, შვედური Saab- 340, რომელიც ბათუმში დაფრინავს.
ავტორი: მაია ბიწაძე



21.ივნისი.2018 17:43
181

“Myway Airlines” თელ-ავივის მიმართულებით რეგულარული რეისების შესრულებას იწყებს

ვრცლად
20.ივნისი.2018 17:24
181

საქართველო საავიაციო რალის უმასპინძლებს

ვრცლად
18.ივნისი.2018 17:49
181

საქართველოში პირველი "დრონი" დარეგისტრირდა

ვრცლად
15.ივნისი.2018 10:43
181

Jazeera Airways: საქართველოს სავიზო პოლიტიკა ტურისტებისთვის ძალიან მოსახერხებელია

ვრცლად
14.ივნისი.2018 12:59
181

ქუვეითის ავიაკომპანია Jazeera Airways-მა თბილისის მიმართულებით პირველი რეისი შეასრულა

ვრცლად
12.ივნისი.2018 17:27
181

My Way Airlines-მა რეგულარული რეისების შესრულება დაიწყო

ვრცლად