05.თებერვალი.2018 17:22
ავიაცია

საავიაციო ბაზარზე ოპერირებას ახალი ქართული ავიაკომპანია იწყებს

საავიაციო ბაზარზე ოპერირებას ახალი ქართული ავიაკომპანია იწყებს
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ, „AK-AIR GEORGIA"-ზე საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტის სერტიფიკატი და გადაყვანა-გადაზიდვის მოწმობა გაიცა.

ავიაკომპანიას უფლება ეძლევა განახორციელოს 5700 კგ-ზე ზევით მაქსიმალური ასაფრენი მასის მქონე საჰაერო ხომალდის კომერციული ექსპლუატაცია. ამ ეტაპზე „AK-AIR GEORGIA"-ს საკუთრებაში ერთი ერთეული L410UVP E ტიპის საჰაერო ხომალდი იმყოფება, რომლითაც კომპანია ადგილობრივი სამგზავრო რეისების განხორციელებას გეგმავს.

ავიაკომპანიის ბაზირების ადგილია საქართველო.

საჰაერო ხომალდების ექსპლუატაციისათვის აუცილებელი სერტიფიცირების პროცესის წარმატებით დასრულების შემდგომ, სააგენტოს მიერ განხორციელდა ავიაკომპანია „AK-AIR GEORGIA"-ს ფინანსური მდგომარეობის შეფასება, რაც წარმოადგენს მგზავრთა უფლებებისა და ფრენების უსაფრთხოების დაცვის სამართლებრივი რეგულირების ახალ, დამატებით მექანიზმს.

„გადაყვანა-გადაზიდვის მოწმობა, რომელიც ავიაკომპანიას 31 იანვარს მიენიჭა, ადასტურებს „AK-AIR GEORGIA"-ს ფინანსურ საიმედოობას, არსებული და მის მიერ პოტენციური ფინანსური ვალდებულებების შესრულების შესაძლებლობას. ავიაგადამზიდველი აგრეთვე აკმაყოფილებს „საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტის/საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვის მოწმობის მფლობელის სამოქალაქო პასუხისმგებლობის დაზღვევის წესით" გათვალისწინებულ მოთხოვნებს მგზავრის, ბარგის, ტვირთის და მესამე პირების მიმართ“, - განმარტავენ სააგენტოში.
23.თებერვალი.2018 15:56
181

კლინიკები, რომლებმაც ყველაზე მეტი სახელმწიფო დაფინანსება მიიღეს

ვრცლად
22.თებერვალი.2018 18:41
181

სადაზღვევო კომპანიები მოგების გადასახადის რეფორმაში ჩართვას ითხოვენ

ვრცლად
22.თებერვალი.2018 16:18
181

ავიაბაზარზე კიდევ ერთი უცხოური ინვესტიციით დაფუძნებული ქართული ავიაკომპანია შემოდის

ვრცლად
22.თებერვალი.2018 12:59
181

Ryanair საქართველოში შესაძლოა 2019 წელს შემოვიდეს

ვრცლად
22.თებერვალი.2018 09:30
181

"ბენეტონი" ქართულ ბაზარზე ბრუნდება

ვრცლად
22.თებერვალი.2018 09:00
181

ბათუმის აეროპორტის გაფართოების მიზნით TAV მთავრობასთან მოლაპარაკებებს აწარმოებს

ვრცლად