16.მაისი.2018 16:31
უძრავი ქონება

როდის ექნება ქვეყანას ახალი სამშენებლო კოდექსი?

როდის ექნება ქვეყანას ახალი სამშენებლო კოდექსი?
სამშენებლო კოდექსზე მუშაობა ჯერ არ დასრულებულა და კვლავ ხდება კანონპროექტის დახვეწა, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ილია წულაიამ განაცხადა. მისივე თქმით, ამ დეტალების განსაზღვრის შემდეგ, საბოლოოდ მივიღებთ სამშენებლო კოდექსს, რომელიც პირველ რიგში დაიცავს მომხმარებლის ინტერესებს.

"სამშენებლო კოდექსის შესახებ კანონპროექტში ძირეული ცვლილება არ მომხდარა, თუმცა კიდევ ზუსტდება გარკვეული დეტალები. ჩვენი ამოცანაა, რაც შეიძლება მოწესრიგდეს მშენებლობა, გარკვეულ სტანდარტებში ჩაჯდეს და საბოლოო ჯამში, ეს აისახოს ჩვენს ქალაქებზე და იყოს ისეთი მშენებლობა, რაც გაალამაზებს ქალაქებს და არა პირიქით.

ყველა ეს რეგულაცია საბოლოო ჯამში მიდის იქითკენ, რომ მომხმარებელმა მიიღოს ხარისხიანი პროდუქცია და ეს არ იყოს დამოკიდებული მხოლოდ მშენებლის კეთილსინდისიერებაზე.

პირადად ჩემი სურვილია, რომ კიდევ უფრო კარგად განისაზღვროს ხარისხთან დაკავშირებით რეგულაციები და უფრო კონკრეტული კოეფიციენტები ჩაიდოს, იგივე ენერგოეფექტურობასთან დაკავშირებით, რაც საბოლოო ჯამში მომხმარებელს წაადგება და დაუზოგავს ხარჯებს.

ზოგადად მომხრე ვარ, რომ კერძო სექტორსისთვის ნაკლები რეგულაციები იყოს, მაგრამ ჩვენი ქვეყანა ამჟამად განვითარების ისეთ დონეზე იმყოფება, რომ თუ კონკრეტული რეგულაციები არ დაუწესდება ქაოსური განვითარება მოხდება", - განაცხადა ილია წულაიამ.

მისივე თქმით, სამშენებლო კოდექსის შესახებ კანონის დამტკიცებას, პარლამენტი საგაზაფხულო სესიაზე სავარაუდოდ ვერ მოასწრებს.
ავტორი: მაია ბიწაძე



04.მაისი.2018 17:25
181

BGEO ჯგუფი გუდაურში სასტუმროს ყიდულობს

ვრცლად
16.აპრილი.2018 20:00
181

ერთ წელში თბილისს 1 244 კვ.მ აშენებული ფართი დაემატა

ვრცლად
03.აპრილი.2018 17:02
181

"უძრავ ქონებაზე ფასები შემცირდა"

ვრცლად
29.მარტი.2018 12:05
181

ანძების და მილსადენების მშენებლობის მოსაკრებელი ფიქსირებულ ფასში განისაზღვრება

ვრცლად
29.მარტი.2018 11:38
181

მშენებლობის მოსაკრებელზე ღირებულების "ზედა ზღვარი" დაწესდება

ვრცლად
26.მარტი.2018 12:59
181

საქართველოში საცხოვრებლების 12% 1950 წლამდეა აშენებული

ვრცლად