13.აპრილი.2018 19:05
ავიაცია

ქუთაისში Wizz air-ის ბაზას კიდევ ერთი თვითმფრინავი ემატება

ქუთაისში Wizz air-ის ბაზას კიდევ ერთი თვითმფრინავი ემატება
17 მაისიდან ქუთაისის დავით აღმაშენებლის საერთაშორისო აეროპორტში ავიაკომპანია Wizz air-ის მეორე საჰაერო ხომალდი ბაზირდება, რომელიც რეგურალურ რეისებს ათენის, პარიზის, რომის, ბარსელონასა და პრაღის მიმართულებით შეასრულებს. ფრენები AirbusA320 ტიპის თვითმფრინავით განხორციელდება.

ქუთაისის აეროპორტში Wizz air-ის ბაზა 2016 წლის სექტემბერში გაიხსნა. ეს ევროპაში მისი 25 -ე ბაზაა, საიდანაც რეისების შესრულება ბერლინის, დორტმუნდის და მიუნხენის, ლარნაკას, მილანის, სოფიას და სალონიკის მიმართულებებით დაიწყო და იმდენად კარგად იმუშავა ამ რეისებმა, რომ კომპანიამ ერთი წლის თავზე მეორე თვითმფრინავის ბაზირების შესახებ დაანონსა. ავიაკომპანია წელს კიდევ რამდენიმე ახალი რეისის ათვისებას გეგმავს და ჯამში, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან 25 მიმართულებით იფრენს.

,,საქართველოს გაერთიანებული აეროპორტების“ ინფორმაციით, მგზავრთნაკადი ქუთაისის აეროპორტში, მიმდინარე წლის პირველ სამ თვეში 15 % გაიზარდა. თუ, წინა წლის ანალოგიურ პერიოდში დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტი 67,892 მგზავრს მოემსახურა, წელს ამ მაჩვენებელმა 78, 020 მგზავრი შეადგინა.
ავტორი: მაია ბიწაძე


26.აპრილი.2018 12:12
181

"ავერსის კლინიკაში" ISO სტანდარტების აუდიტირების პროცესი დასრულდა

ვრცლად
25.აპრილი.2018 14:25
181

მზის პირველი მიკროელექტროსადგური იმერეთში

ვრცლად
24.აპრილი.2018 17:11
181

საქართველოსა და კორეის რესპუბლიკას შორის ჩარტერული ფრენები შესრულდება

ვრცლად
20.აპრილი.2018 11:12
181

ჯანმრთელ მოხალისეზე წამლის კვლევა დასაშვები ხდება

ვრცლად
18.აპრილი.2018 17:00
181

სახელმწიფო მშობიარობას მხოლოდ მსხვილ კლინიკებში დააფინანსებს

ვრცლად
18.აპრილი.2018 16:55
181

მემცენარეობაში ნათესი ფართობები შემცირდა - იკლო წარმოებამ და შემოსავლიანობამაც

ვრცლად