26.ივნისი.2018 13:15
სოფლის მეურნეობა

"თუ გვინდა მაღალი ხარისხის მოსავალი, ვერ გავექცევით პესტიციდების გამოყენებას"

"თუ გვინდა მაღალი ხარისხის მოსავალი, ვერ გავექცევით პესტიციდების გამოყენებას"
სურსათის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელის ზურაბ ჩეკურიშვილის განცხადებით, სოფლის მეურნეობის სფეროში კარგი შედეგების მიღწევა თანამედროვე ტექნოლოგიებისა და პესტიციდების გამოყენების გარეშე შეუძლებელია, - ამის შესახებ მან "საქმიანი დილის" ეთერში განაცხადა.

"თუ გვინდა მივიღოთ დიდი რაოდენობის და მაღალი ხარისხის მოსავალი, სამწუხაროდ ვერ გავექცევით პესტიციდების გამოყენებას. აღმოსავლეთ საქართველში გვაქვს ეს კულტურა და იქ ეს ჩვეულებრივი პრაქტიკაა. სამწუხაროდ, დასავლეთ საქართველოში ჩვენ ეს პრაქტიკა არ გვქონდა, მაგრამ ნელ-ნელა იქაც ვამკვიდრებთ“ - განაცხადა ჩეკურიშვილმა.

მისივე თქმით, სხვადასხვა დაავდებებთან ბრძოლაში სახელმწიფო უძლური იქნება, თუ მას ფერმერები და სოფლის მოსახლეობა არ დაეხმარება.

"ძალიან მნიშვნელოვანია მოსახლეობის ჩართულობა სხვადასხვა დაავადებებთან ბრძოლის პროცესში, წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენ შედეგს ვერ მივიღებთ.
შარშანდელთან შედარებით სურათი გაუმჯობესებულია. სპეციალურად მოვიარეთ ფერმერთა მომსახურების ცენტრები და ვესაუბრეთ სასოფლო-სამეურნეო საშუალებების შემომტან ძირითად მოთამაშეებს. ერთ-ერთმა სერიოზულმა მოთამაშემ ასეთი რამ გვითხრა, რომ თხილისთვის აგროქიმიკატების, მათ შორის პესტიციდების გაყიდვამ სამეგრელოში, მთლიან გაყიდვებში, ვენახის შემდეგ, მეორე ადგილი დაიკავა. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ადამიანები უკვე იწყებენ ამ საშუალებების მოხმარებას. მათთვის, ვინც სოფლის მეურნეობის სფეროშია დასაქმებული, მთავარი მაგალითებია და როდესაც ისინი დაინახავენ კარგ შედეგს მეზობელთან, ვფიქრობ მომავალ წელს მათი რიცხვი კიდევ გაიზრდება" - განაცხადა ზურაბ ჩეკურიშვილმა.
ავტორი: მაია ბიწაძე



09.ივლისი.2018 11:39
181

"მიუხედავად რთული კლიმატური პირობებისა, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში საჰექტრო მოსავლიანობა კარგია"

ვრცლად
05.ივლისი.2018 16:50
181

ISET: სოფლის მეურნეობის პროდუქციის გამოშვება შემცირდა

ვრცლად
03.ივლისი.2018 17:30
181

საქართველოში რძის გადამამუშავებელი 13 კოოპერაციული საწარმო აშენდება

ვრცლად
27.ივნისი.2018 16:28
181

"ყველა პირობა შექმნილია იმისათვის, რომ ატმის სეზონი წარმატებული იყოს"

ვრცლად
25.ივნისი.2018 13:27
181

სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის სტატუსი 810 კოოპერატივს შეუწყდა

ვრცლად
22.ივნისი.2018 09:20
181

ცვლილებები, რომლებსაც ფერმერები აგროდაზღვევის პროგრამაში ითხოვენ

ვრცლად