04.ივლისი.2018 19:40
ენერგეტიკა

"საქართველოში ელექტროენერგიის იმპორტი და ექსპორტი დივერსიფიცირებული იქნება"

"საქართველოში ელექტროენერგიის იმპორტი და ექსპორტი დივერსიფიცირებული იქნება"
საქართველოში ელექტროენერგიის იმპორტი და ექსპორტი დივერსიფიცირებული იქნება, - ამის შესახებ ,,საქმის კურსის“ ეთერში საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის მმართველი საბჭოს წევრმა, ზურაბ ეზუგბაიამ განაცხადა. მისი თქმით, ამას ის ელეტროგადამცემი ხაზები უზრუნველყოფს, რაც მრავალი მიმართულებით აშენდება.

"გრძელვადიან პერსპექტივაში ელექტროენერგიის მოხმარება კვლავ გაიზრდება. ჩვენ ვთვლით, რომ წელიწადში 5-7%-იანი ზრდა იქნება და ვემზადებით ჩვენი ქსელის განვითარებისა და გენერაციის მომზადების კუთხით. ორი სეგმენტია: ინფრასტრუქტურის განვითარება და ელექტროენერგიის წარმოების კერები. ამ მხრივ, ჩვენთან ჰიდროსადგურების მასშტაბური მშენებლობა მიმდინარეობს, როგორც აღმოსავლეთ, ისე დასავლეთ საქართველოში.

ვზრუნავთ ინფრასტრუქტურის განვითარებაზეც, კერძოდ, აზერბაიჯანის მიმართულებით აშენდა ახალი 500 კილოვოლტიანი ხაზი, უკვე დასასრულს უახლოვდება 500 კილოვოლტიანი ხაზის მშენებლობა რუსეთის მიმართულებით. ასევე ვფიქრობთ, რომ თურქეთისა და სომხეთის მიმართულებით ავაშენებთ ახალ ხაზებს. ეს ნიშნავს, რომ საქართველოს ექნება დივერსიფიცირებული გზები, როგორც ელექტროენერგიის იმპორტისთვის, ასევე ექსპორტისთვის“ - განაცხადა ზურაბ ეზუგბაიამ.

მისივე თქმით, იგეგმება იმერეთის ელეტროგადამცემი ხაზის ალტერნატიული ხაზის მშენებლობაც, რომელიც ასევე უზრუნველყოფს საქართველოს ელექტროსისტემის მდგრადობას.

"ჩვენი ქსელის დიდი გამოწვევაა იმერეთის ხაზი, რომელიც ენგურჰესს ზესტაფონთან აკავშირებს. ეს ხაზი წლების განმავლობაში რეზერვის, ანუ ალტერნატიული ხაზების გარეშე მუშაობდა. ჩვენ ვგეგმავთ ახალი ხაზის - ,,ჯვარი-წყალტუბო-ახალციხე" მშენებლობას, რაც საშუალებას მოგვცემს, იმერეთის გადამცემი ხაზის გათიშვის შემთხვევაში, ტვირთი გადავანაწილოთ“ - განაცხადა ზურაბ ეზუგბაიამ.
ავტორი: მაია ბიწაძე



11.ივლისი.2018 20:38
181

ჰესებთან დაკავშირებულ ნებართვების გაცემაზე ახალი ცვლილებები იგეგმება

ვრცლად
04.ივლისი.2018 19:20
181

"საქართველოში ელექტროენერგიის გამომუშავება გაიზრდება"

ვრცლად
04.ივლისი.2018 19:00
181

ყველაზე მეტ ელექტროენერგიას ტურიზმის სფერო მოიხმარს

ვრცლად
04.ივლისი.2018 15:29
181

ელექტროენერგიის გენერაციაში ქარის სადგურის წილი იზრდება

ვრცლად
03.ივლისი.2018 18:24
181

საქართველოში ელექტროენერგიის მოხმარებამ ისტორიულ პიკს მიაღწია

ვრცლად
20.ივნისი.2018 20:00
181

"ქარის სადგურების მშენებლობაზე გადაწყვეტილებას უახლოეს პერიოდში მივიღებთ"

ვრცლად