04.ივლისი.2018 19:20
ენერგეტიკა

"საქართველოში ელექტროენერგიის გამომუშავება გაიზრდება"

"საქართველოში ელექტროენერგიის გამომუშავება გაიზრდება"
საქართველოს ელექტროსისტემა მიმდინარე წლის ბოლომდე დამატებით 70 მეგავატ ელექტროენერგიას მიიღებს, ხოლო 2019 წელს 102 მეგავატს, - ამის შესახებ "საქმის კურსის“ ეთერში საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის მმართველი საბჭოს წევრმა, ზურაბ ეზუგბაიამ განაცხადა. ეს იმ ახალი გენერაციის ობიექტების ხარჯზე მოხდება, რომლებიც ეტაპობრივად ჩაირთვება.

"გენერაციის ობიექტების მხრივ საქართველოში ქსელის განვითარების 10 წლიანი გეგმა გვაქვს, რომელიც ელექტროენერგიის გენერაციის წყაროების შემოსვლის კვალობაზეა შემუშავებული. ჩვენ ველოდებით დამატებით 70 მეგავატამდე ელექტროენერგიის მიღებას უკვე 2018 წელს, ხოლო 2019 წლისთვის მზადდება დამატებით 102 მეგავატი ჰიდროსადგურების გენერაციის დამატება.

ძირითადად ეს არის აჭარის რეგიონში "კირნათი ჰესი", რომელიც წელს ამოქმედდება და 50 მეგავატ ელექტროენერგიას მოგვცემს, ასევე "მტკვარი ჰესი" და "მესტიაჭალა 2“, ერთი ახალციხეში, ხოლო მეორე სვანეთშია და შესაბამისად 30 და 53 მეგავატს გამოიმუშავებენ", - განაცხადა ზურაბ ეზუგბაიამ.

მისი განმარტებით, განსაკუთრებით უზრუნველყოფილი იქნება აჭარის რეგიონის ელექტროენერგიით მომარაგების მდგრადობა, რომელიც ქვეყანაში ელექტროენერგიის მოხმარების ზრდაში ლიდერია.

"განსაკუთრებით ხაზგასმით მინდა ავღნიშნო, აჭარის რეგიონში "კირნათი ჰესის“ და "შუახევი ჰესის“ გენერაციის გაშვება და სხვა მცირე, თუ საშუალო ზომის სადგურები, - ისინი ზრდიან აჭარის ელექტროენერგიით მომარაგების საიმედოობას. მეორეს მხრივ, ამას უზრუნველყოფს ჩვენი კომპანიაც, რომელიც ახალციხე-ბათუმის დამაკავშირებელ ახალ ელექტროგადამცემ ხაზს აშენებს. სსრკ-ს შემდეგ, მსგავსი სიმძლავრის ხაზი აჭარის რეგიონის მიმართულებით არ აშენებულა. ამის შემდგომ, აჭარას საქართველოს ენერგოსისტემასთან ორი დამაკავშირებელი ხაზი ექნება, ერთი ჩრდილოეთიდან - პალიასტომის ხაზი, ხოლო მეორე აღმოსავლეთიდან, ანუ ახალციხე-ბათუმის ხაზი“ - განაცხადა ზურაბ ეზუგბაიამ.

მისივე თქმით, ახალციხე-ბათუმის დამაკავშირებელი ხაზის ერთი სეგმენტი დამთავრებულია, მთლიანად კი აღნიშნული ხაზის მშენებლობა მომავალი ორი წლის განმავლობაში დასრულდება.
ავტორი: მაია ბიწაძე



11.ივლისი.2018 20:38
181

ჰესებთან დაკავშირებულ ნებართვების გაცემაზე ახალი ცვლილებები იგეგმება

ვრცლად
04.ივლისი.2018 19:40
181

"საქართველოში ელექტროენერგიის იმპორტი და ექსპორტი დივერსიფიცირებული იქნება"

ვრცლად
04.ივლისი.2018 19:00
181

ყველაზე მეტ ელექტროენერგიას ტურიზმის სფერო მოიხმარს

ვრცლად
04.ივლისი.2018 15:29
181

ელექტროენერგიის გენერაციაში ქარის სადგურის წილი იზრდება

ვრცლად
03.ივლისი.2018 18:24
181

საქართველოში ელექტროენერგიის მოხმარებამ ისტორიულ პიკს მიაღწია

ვრცლად
20.ივნისი.2018 20:00
181

"ქარის სადგურების მშენებლობაზე გადაწყვეტილებას უახლოეს პერიოდში მივიღებთ"

ვრცლად