16.მაისი.2018 11:03
ავიაცია

"საქაერონავიგაცია" საჰაერო მოძრაობის მართვის უახლესი სისტემებით აღიჭურვა

"საქაერონავიგაცია" საჰაერო მოძრაობის მართვის უახლესი სისტემებით აღიჭურვა
"საქაერონავიგაცია“ თანამედროვე, უახლესი ტექნოლოგიით აღჭურვილ, საჰაერო მოძრაობის მართვის ახალ შენობას და სასწავლო ცენტრს გახსნის. ღონისძიება 18 მაისს, თბილისის საერთაშორისო აეროპორტის ტერიტორიაზე გაიმართება. მას ევროკონტროლისა და ICAO-ს (სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაცია) რეგიონალური დირექტორები დაესწრებიან.

როგორც BM.ge-ს "საქაერონავიგაციაში“ განუმარტეს, საჰაერო მოძრაობის ახალი ცენტრის მშენებლობისა და მისი თანამედროვე სისტემით აღჭურვის საჭიროება საქართველოს საჰაერო სივრცეში საჰაერო ნაკადების უპრეცედენტო ზრდის გამო დადგა. გასულ წელთან შედარებით საჰაერო სივრცის დატვირთვა 13%-ით არის გაზრდილი და ზრდის ტენდენცია, ევროკონტროლის წინასწარი პროგნოზით, მომავალ წლებშიც შენარჩუნდება.

"თბილისის საჰაერო მოძრაობის მართვის ახალ ცენტრში ესპანური კომპანია “INDRA”-ს წარმოების ახალი სისტემა დამონტაჟდა, რაც ავიამეთვალყურეების სამუშაო პროცესს ბევრად ეფექტიანს და კომფორტულს გახდის. სასწავლო ცენტრი კი საჰაერო მოძრაობის მართვის თანამედროვე 3D სიმულატორით აღიჭურვა, რომელზეც ავიამეთვალყურეები პრაქტიკულ სწავლებას გაივლიან.

მართვის ახალ სისტემაზე გადასვლის შემდეგ, შპს „საქაერონავიგაციას“ ექნება შესაძლებლობა, არსებული ორსექტორიანი სივრციდან სამსექტორიან სივრცეზე გადავიდეს. ეს საქართველოს საჰაერო სივრცის გამტარუნარიანობას კიდევ უფრო გაზრდის. ამოქმედდება ე.წ. upper sector-ს, სადაც ტრანზიტული ანუ შორეული მარშრუტების ავიახომალდები დაფრინავენ. INDRA-ს ახალი სისტემა, ასევე, საშუალებას მისცემს შპს „საქაერონავიგაციას“ თვითმფრინავებს შორის ინტერვალი 10 მილიდან 5 მილამდე შეამციროს, ხოლო აფრენა-დაფრენის ზონებში ინტერვალი 2.5-3 მილამდე დაიყვანოს“ - აცხადებენ შპს,,საქაერონავიგაციაში“.

განსაკუთრებულია საჰაერო მოძრაობის მართვის ახალი ცენტრის შენობაც, რომელიც საერთაშორისო სტანდარტების სრული დაცვითაა აშენებული. მისი ჭერი, გათბობა-გაგრილების სისტემა, აკუსტიკა საუკეთესოა რეგიონში. შენობის პროექტი არქიტექტურულ კომპანია „ლებო“-ს ეკუთვნის, ხოლო სამშენებლო სამუშაოები კომპანია „დაგი“-მ შეასრულა.
ავტორი: მაია ბიწაძე



21.მაისი.2018 20:00
181

ქუთაისის აეროპორტის ახალი ტერმინალი 2019 წლის ზაფხულიდან ამოქმედდება

ვრცლად
21.მაისი.2018 18:20
181

რატომ გაძვირდა შიდა ფრენები?

ვრცლად
18.მაისი.2018 14:23
181

საჰაერო მოძრაობის მართვის ახალი ცენტრი გაიხსნა

ვრცლად
17.მაისი.2018 13:54
181

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ქუთაისი-ათენი-ქუთაისის პირველი ბაზირებული რეისი შესრულდა

ვრცლად
14.მაისი.2018 17:31
181

თბილისი-ბათუმის მიმართლებით დამატებითი ავიარეისი ინიშნება

ვრცლად
24.აპრილი.2018 17:11
181

საქართველოსა და კორეის რესპუბლიკას შორის ჩარტერული ფრენები შესრულდება

ვრცლად