21.ივნისი.2018 17:25
ჯანდაცვა

"სამრეცხაოსა და სარდაფში გახსნილ კლინიკაში შეუძლებელია იყოს მაღალი ხარისხი"

"სამრეცხაოსა და სარდაფში გახსნილ კლინიკაში შეუძლებელია იყოს მაღალი ხარისხი"
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი და ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი ზოიძე საკუთარი გუნდის წევრს დავით სერგეენკოს მხარს უჭერს და ამბობს, რომ თავისუფალი ბაზრის პრინციპი ჯანდაცვაში არ მუშაობს. ხოლო 2013 წელს ეს გზა სახელმწიფომ იმის გამო აირჩია, რომ ჯანდაცვაზე ხელმისაწვდომობა გაეზარდა.

ასე ეხმაურება დეპუტატი ჯანდაცვის მინისტრის ინიციატივას, რომ სახელმწიფო ინვესტიციით უნდა შეიქმნას კლინიკა, რომელიც იქნება ხარისხისა და ფასის განმსაზღვრელი ბაზარზე.

დეპუტატი აცხადებს, რომ გარკვეული მოთხოვნები უნდა ჩაიდოს კლინიკების სანებართვო პირობებშიც.

„სამრეცხაოსა და სარდაფებში გახსნილ კლინიკებში შეუძლებელია იყოს მაღალი ხარისხი, რაც უნდა დიდი მონდომება იყოს.

ამიტომ ძირითადი განმსაზღვრელი მაინც არის ის, თუ როგორი თამაშის წესები და სახელმწიფო რეგულირებაა ბაზარზე. ჯანდაცვის ეკონომისტების 95% აღიარებს, რომ ჯანდაცვის ბაზარი ასიმეტრიულია და თავისუფალი ბაზარი რეგულირების გარეშე ამ სფეროში არ მუშაობს. აუცილებელია გარკვეული რეგულირება.

2013 წელს ჩვენ ავირჩიეთ გზა, რომელიც გამართლებული იყო, რადგან ჯანდაცვაზე ხელმისაწვდომობა როგორც ფიზიკური, ასევე ფინანსური, ძალიან შეზღუდული იყო, რადგან სახელმწიფოს დაფინანსება იყო ძალიან მწირი“,- აცხადებს ზოიძე.

მისი თქმით, თავის დროზე ხელისუფლებამ პაციენტებს არჩევანი არ შეუზღუდა და არ აარჩია კონკრეტული დაწესებულებები, სადაც საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში სერვისების მიღება იქნებოდა შესაძლებელი.

„ამან ხელი შეუწყო სამედიცინო დაწესებულების განვითარებას, მაგრამ თუ ასე გაგრძელდა მივიღებთ იმას, რაც წლების წინ მოხდა ამერიკაში და რის შედეგადაც დღეს მშპ-ს 17% სწორედ ჯანდაცვას ხმარდება.

ეს ყველაფერი იწვევს ფასების ესკალაციას, რადგან პაციენტმა არ იცის რა სჭირდება. იცის ექიმმა და თუ ექიმი ფინანსურად დაინტერესებულია, რომ პაციენტმა მეტი სერვისი მიიღოს, პაციენტი მიიღებს მეტ სერვისს. აღნიშნულიდან გამომდინარე შემდეგი ნაბიჯი უნდა იყოს შერჩევითი კონტრაქტირება, რაც ხარისხის გაუმჯობესებასაც გულისხმობს“,- აცხადებს აკაკი ზოიძე.
ავტორი: სალომე მეცხვარიშვილი



04.ივლისი.2018 11:57
181

ექიმების საქმიანობის მედიაში გაშუქებას სახელმწიფო არ დაარეგულირებს

ვრცლად
22.ივნისი.2018 09:40
181

"თუ არ იქნება სახელმწიფო კლინიკები, განვითარება ვერ მოხდება"

ვრცლად
21.ივნისი.2018 19:20
181

ანზორ მელია: ამდენი კერძო კლინიკა არ არის საჭირო საქართველოში

ვრცლად
21.ივნისი.2018 19:00
181

"აბსურდულია, რომ რომელიღაც კლინიკები ეტალონურები უნდა გახდნენ"

ვრცლად
16.მაისი.2018 12:36
181

რეგიონებში სასწრაფო სამედიცინო დახმარების გამოძახებაზე მოთხოვნა ყოველწლიურად იზრდება

ვრცლად
16.მაისი.2018 11:43
181

გადაუდებელი დახმარების ცხელ ხაზზე მოთხოვნა ყოველწლიურად იზრდება

ვრცლად