,,ჩვენ, დაახლოებით წელიწადნახევრის წინ დავიწყეთ შვიდ სხვადასხვა ადგილზე კვლევა, რამოდენიმე ლოკაცია შევარჩიეთ. აქედან 2 არის აღმოსავლეთ საქართველოში, ერთი თბილისთან ახლოს და მეორე კასპის მიმდებარედ. ორივეგან სურვილი გვაქვს, რომ ავაშენოთ 50 მეგავატიანი სიმძლავრის ქარის სადგურები. მოლაპარაკება მიმდინარეობს როგორც GS-სთან, ასევე ეკონომიკის სამინისტროსთან იმასთან დაკავშირებით, თუ ტექნიკურად როგორ მოგვარდება ეს საკითხი და როგორ დავაერთოთ სადგურები ქსელზე და რა პირობებში. ჩვენ მოლოდინი გვაქვს, რომ რამოდენიმე თვეში გაირკვევა ეს და თუ ყველაფერი კარგად ჩაივლის რამოდენიმე თვეში შეიძლება გამოვაცხადოთ პროექტის დაწყებაზე, რომელიც 2 წელიწადში ექსპლუატაციაში შევა. ის სეზონურადაც ჩაანაცვლებს იმპორტირებულ გაზს და ენერგიას’’ - განაცხადა არჩილ გაჩეჩილაძემ.
20.ივნისი.2018 20:00
ენერგეტიკა
"ქარის სადგურების მშენებლობაზე გადაწყვეტილებას უახლოეს პერიოდში მივიღებთ"

Georgia Global Utilities-ის აღმასრულებელმა ხელმძღვანელმა BM.GE-სთან საუბრისას განაცხადა, რომ შესაძლოა საქართველოს მალე რამდენიმე ქარის ელექტროსადგური დაემატოს.