29.ნოემბერი.2017 19:07
ენერგეტიკა

"ნურავინ იფიქრებს, რომ რადგან ქუჩაში საბურავებს არ წვავენ, ენერგეტიკაში კარგად არის საქმე"

"ნურავინ იფიქრებს, რომ რადგან ქუჩაში საბურავებს არ წვავენ, ენერგეტიკაში კარგად არის საქმე"
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი რევაზ არველაძე დარწმუნებულია, რომ სტრუქტურული რეფორმის შედეგად ენერგეტიკაში მუშაობის ხარისხი გაუარესდება. ამის შესახებ არველაძემ პარლამენტის აგრარულ საკითხთა, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკისა და საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტების გაერთიანებული სხდომაზე განაცხადა, სადაც მთავრობის სტრუქტურული რეფორმის შესახებ კანონპროექტების პაკეტის განხილვა მიმდინარეობს.

„ასეთი რეფორმების ძირითადი მიზანი უნდა იყოს, რომ ნაკლები რესურსებით უკეთესი თუ არა, იგივე ხარისხის შედეგები მაინც მივიღოთ. დარმუნებული ვარ, რომ ენერგეტიკის სფეროში უკეთეს ხარისხს ვერ მივიღებთ. დარწმუნებული ვარ, რომ მუშაობის ხარისხი გაუარესდება. ნურავინ იფიქრებს, რომ რადგან ყველაფერი ანთია და ქუჩაში საბურავებს არ წვავენ, აქ კარგად არის საქმე. დღეს ისეთი მდგომარეობაა ენერგტიკაში, რომ გინდათ უცხოურ ქვეყნებთან ურთიერთობაში და ა.შ, სამინისტროს დონეზეა ძალიან ბევრი საკითხი გადასაწყვეტი. ამიტომ დეპარტამენტების და უფრო დაბალ დონეზე სამინისტროს ჩამოწევა დადებით შედეგებს არ მოიტანს. ეს ჩემი პირადი აზრია“, - განაცხადა არველაძემ და დასძინა, რომ ვერ ხვდება, რა ედო საფუძვლად ამ პოლიტიკურ გადაწყვეტილებას.
ავტორი: დავით ჯალაღონია
18.დეკემბერი.2017 18:06
181

თბოსადგურები ტარიფის ყოველთვიურ კორექტირებას ითხოვენ

ვრცლად
18.დეკემბერი.2017 13:01
181

თბოსადგურების ტარიფების დამტკიცება 19 დეკემბრამდე გადაიდო

ვრცლად
18.დეკემბერი.2017 10:10
181

ელექტროენერგიის ახალი სამომხმარებლო ტარიფი 25 დეკემბერს გახდება ცნობილი

ვრცლად
15.დეკემბერი.2017 12:12
181

დუშეთის მუნიციპალიტეტში ახალი ჰესი აშენდება

ვრცლად
15.დეკემბერი.2017 11:11
181

ელექტროენერგიის წარმოება გაიზარდა

ვრცლად
14.დეკემბერი.2017 16:04
181

კომისიამ სს "ენერგოკავშირი" დააჯარიმა

ვრცლად