06.ივნისი.2018 18:15
ენერგეტიკა

"ენერგეტიკის სექტორში სუბსიდირებაზე მთავრობა წელიწადში 500 მილიონზე მეტს ხარჯავდა"

"ენერგეტიკის სექტორში სუბსიდირებაზე მთავრობა წელიწადში 500 მილიონზე მეტს ხარჯავდა"
"ენერგეტიკის სექტორში სუბსიდირებაზე მთავრობა წელიწადში 500 მილიონ ლარზე მეტს ხარჯავდა“, - ამის შესახებ ორგანიზაციის "მსოფლიო გამოცდილება საქართველოსთვის“ ანალიტიკოსმა, გიორგი მუხიგულიშვილმა "საქმის კურსის" ეთერში განაცხადა. მისი თქმით, ევროკავშირთან გაფორმებული ასოცირების ხელშეკრულების თანახმად, საქართველო ვალდებულება აქვს, ყოველ ორ წელიწადში ერთხელ კომისიას წარუდგინოს ინფორმაცია გამოვლენილი სუბსიდირების სქემების შესახებ, მათ შორის ენერგეტიკის სექტორშიც, თუმცა მათი ინფორმაციით, საქართველოს არცერთი მსგავსი ანგარიში არ წარუდგენია.

"2016 წელს ჩვენ შევისწავლეთ წინა წლებში გაწეული სუბსიდირების სქემები და გამოვავლინეთ რამდენიმე ფაქტი. მათ შორის, ყველაზე მნიშვნელოვანი არის - ბუნებრივი გაზის საბაზრო ფასზე დაბალი ტარიფით თბოსადგურებისთვის და საყოფაცხოვრებო მომხმარებლებისთვის მიწოდება, რაზეც წლიურად 370 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯა. ეს ხდებოდა 2014-2015 წლებში.

შემდეგი არის, აფხაზეთის რეგიონისთვის უფასოდ ელექტროენერგიის მიწოდება, რაც ენგურჰესიდან ხორციელდება. ასევე, ზამთრის პერიოდში თუშთისა და ყაზბეგის მუნიციპალიტეტებისთვის ბუნებრივი გაზის მიწოდების სუბსიდირების სქემები და სვანეთის მოსახლეობისთვის ელექტროენერგიის უფასოდ მიწოდება, რაც ბიუჯეტიდან იფარება.

ადრე ასევე იყო პრაქტიკა, რომ თბილისის მოსახლეობას ზამთრის პერიოდში ბუნებრივი გაზის ვაუჩერებს ურიუგებდნენ, რაც წლიურად 25 მილიონ ლარს შეადგენდა. მთლიანობაში, სუბსიდირების სქემეზე წლიურად 500 მილიონ ლარზე მეტი იხარჯებოდა" - განაცხადა გიორგი მუხუგულიშვილმა.

მისივე განმარტებით, სუბსიდირების არაეფექტურმა გამოყენებამ და ამაზე ბიუჯეტიდან ფინანსური რესუსრების ხარჯვამ, ქვეყანაში ენერგიის არაეფექტური მოხმარება გაზარდა. დღეის მდგომარეობით, ევროკავშირის ქვეყნებთან შედარებით, ერთ სულ მოსახლეზე 2-3 -ჯერ მეტ ენერგიას მოვიხმართ.

"შესაძლებელი იყო ამ თანხების უფრო ეფექტურად გამოყენება. არსებობს სუბიდირების სქემების საუკეთესო პრაქტიკა, მათ შორის ევროკავშირის ქვეყნებში, სადაც სუბსიდიას იყენებენ, ენერგიების განახლებადი წყაროების სტიმულრებისთვის, მაგრამ ეს არის მოკლევადიანი და მაქსიმუმ 5 წლის განმავლობაში ხორციელდება“ - განაცხადა მუხიგულიშვილმა.
ავტორი: მაია ბიწაძე



20.ივნისი.2018 20:00
181

"ქარის სადგურების მშენებლობაზე გადაწყვეტილებას უახლოეს პერიოდში მივიღებთ"

ვრცლად
20.ივნისი.2018 15:35
181

გაჩეჩილაძე სვანეთში ჰესის მშენებლობაზე: შერიგება შედგა და სამუშაოები განახლდა

ვრცლად
20.ივნისი.2018 14:50
181

"მზის სადგურის მშენებლობა კომერციულად გამართლებული არაა"

ვრცლად
15.ივნისი.2018 18:40
181

ელექტროენერგიის 6% საქართველომ ქარის სადგურიდან მიიღო

ვრცლად
15.ივნისი.2018 10:00
181

ლახამში ჰესის მშენებლობა დაიწყო

ვრცლად
06.ივნისი.2018 17:50
181

7 დღე "ენგურჰესის" გარეშე - 48 მლნ/კვტ.სთ იმპორტირებული ელექტროენერგია

ვრცლად