30.ნოემბერი.2017 11:48
უძრავი ქონება

პრემიერი შენობების ექპლუატაციაში მიღების პროცესის გამკაცრებას ითხოვს

პრემიერი შენობების ექპლუატაციაში მიღების პროცესის გამკაცრებას ითხოვს
"მაქსიმალურად უნდა გამოირიცხოს კომპრომისები მშენებლობის დაგეგმარების, პროექტის დამტკიცების და ექსპლუატაციაში მიღების პროცესში", - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა დღევანდელ მთავრობის სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით, ნებისმიერი ინვესტიცია მნიშვნელოვანია, მაგრამ ადამიანის სიცოცხლე არის უფრო მნიშვნელოვანი. პრემიერმა შესაბამის ორგანოებს კონტროლის გამკაცრებისკენ მოუწოდა.

"მივესალმები, რომ თბილისის მერი უკვე გამოეხმაურა ამ საკითხს და მისი დამოკიდებულება ანალოგიურია. ასევე, მინდა ზურაბ ალავიძეს ვთხოვო, რომ რეგიონების მიმართულებით კიდევ ერთხელ ჩავატაროთ კამპანია, რომ შენობის ექსპლუატაციაში მიღების პროცესში არანაირი კომპრომისი არ იყოს დაშვებული.

აუცილებლად უნდა დავიწყოთ არსებული შენობა-ნაგებობების მონიტორინგი ამ მიმართულებით, აღრიცხვა თუ გნებავთ. განსაკუთრებით ეს ეხება საბავშვო ბაღებს, სკოლებს, სასტუმროებს და ისეთ შენობებს, სადაც ერთდროულად ბევრი ადამიანი იყრის თავს. მოგიწოდებთ, რომ მაქსიმალურად მოკლე ვადაში ჩავატაროთ სამუშაო", - განაცხადა პრემიერმა.



05.ივლისი.2018 14:31
181

ყველაზე მეტი სამშენებლო ობიექტი წელს თბილისსა და კახეთში დასრულდა

ვრცლად
05.ივლისი.2018 14:21
181

მშენებლობაზე გაცემული ნებართვებით თბილისი, აჭარა და ქვემო ქართლი ლიდერობს

ვრცლად
27.ივნისი.2018 20:00
181

საქართველოში შენობებს ენერგოეფექტიანობის სერტიფიკატი ექნება

ვრცლად
27.ივნისი.2018 19:30
181

2029 წლიდან ახალი შენობები თითქმის ნულოვანი ენერგომოხმარების უნდა იყოს

ვრცლად
26.ივნისი.2018 11:33
181

მშენებლობის ღირებულების ინდექსს ახალი კომპონენტები დაემატება

ვრცლად
26.ივნისი.2018 11:10
181

მენაშენეები საქსტატის მშენებლობის ინდექსს არასრულყოფილად მიიჩნევენ

ვრცლად