12.თებერვალი.2018 17:16
ჯანდაცვა

პაციენტების ისტორიების ელექტრონიზაცია სავალდებულო ხდება

პაციენტების ისტორიების ელექტრონიზაცია სავალდებულო ხდება
პაციენტების ისტორიების ელექტრონიზაცია წლის ბოლოსთვის თბილისისთვის სავალდებულო ხდება. როგორც ჯანდაცვის მინისტრი, დავით სერგეენკო აცხადებს, პროექტი ამ ეტაპზე პილოტირებას გადის. დავით სერგეენკოს თქმით, პაციენტის ისტროების ელექტრონიზაცია მომავალი წლისთვის მთელი ქვეყნის მასშტაბით გავრცელდება.

"პაციენტის სამედიცინო ისტორია არის დიდი დოკუმენტი. არსებულ სისტემაში ეს არის ქაღალდმატარებლები, რომელიც გაფანტულია და იშვიათად არის თავმოყრილი. პაციენტს ის თან არ დააქვს, როდესაც სხვა ქალაქში შეიძლება მოხვდეს, ექიმთან შეიძლება დაავიწყდეს, ან იყოს უგონო მდგომარეობაში და ვერ უთხრას. ელექტრონული ჯანდაცვის სისტემა ქაღალდის მატარებლის ელიმინაციას ახდენს და სრულ წვდომას ანიჭებს არამარტო დოკუმენტაციაზე, არამედ მის კვლევებზე, მაგალითად რენტგენის, კომპიუტერული ტომოგრაფიის. ეს ყველაფერი იქნება მიწვდომადი. პროექტის იმპლემენტაცია უკვე დაწყებულია და პილოტირებას გადის 4 კლინიკაში. სავალდებულო გახდება წლის ბოლოს თბილისისასთვის და შემდეგი წლისთვის საქართველოს მასშტაბით", - აცხადებს დავით სერგეენკო.
ავტორი: ელენე გოგბერაშვილი



04.ივლისი.2018 11:57
181

ექიმების საქმიანობის მედიაში გაშუქებას სახელმწიფო არ დაარეგულირებს

ვრცლად
22.ივნისი.2018 09:40
181

"თუ არ იქნება სახელმწიფო კლინიკები, განვითარება ვერ მოხდება"

ვრცლად
21.ივნისი.2018 19:20
181

ანზორ მელია: ამდენი კერძო კლინიკა არ არის საჭირო საქართველოში

ვრცლად
21.ივნისი.2018 19:00
181

"აბსურდულია, რომ რომელიღაც კლინიკები ეტალონურები უნდა გახდნენ"

ვრცლად
21.ივნისი.2018 17:25
181

"სამრეცხაოსა და სარდაფში გახსნილ კლინიკაში შეუძლებელია იყოს მაღალი ხარისხი"

ვრცლად
16.მაისი.2018 12:36
181

რეგიონებში სასწრაფო სამედიცინო დახმარების გამოძახებაზე მოთხოვნა ყოველწლიურად იზრდება

ვრცლად