16.მაისი.2018 12:46
ენერგეტიკა

ონის ჰესების კასკადის ინვესტორი გზშ-ზე დადებით დასკვნას ელოდება

ონის ჰესების კასკადის ინვესტორი გზშ-ზე დადებით დასკვნას ელოდება
რაჭაში, მდინარე რიონზე ონის ჰესების კასკადის მშენებლობის, ფლობისა და ოპერირების შესახებ, ენერგეტიკის სამინისტრომ ურთიერთგაგების მემორანდუმი კომპანია ,,ფერთან’’ და ,,საქართველოს თანაინვესტირების ფონდთან’’ 2015 წელს გააფორმა.

ინვესტორი ჰესების მშენებლობას ჯერ კიდევ გასული წლის შემოდგომაზე გეგმავდა, თუმცა მოსახლეობისა და გარემოს დამცველების პროტესტის ფონზე, ჯერ კომპანიას არც გარემოზე ზემოქმედების დადებითი შეფასება აქვს და შესაბამისად სამშენებლო ნებართვაც არ მიუღია.

მოსახლეობა და გარემოს დამცველები ჰესების მშენებლობას ძირითადად იმიტომ აპროტესტებენ, რომ ტერიტორია, სადაც გვირაბი უნდა გავიდეს, სეისმურად აქტიურ ზონაში მდებარეობს. მათი თქმით, გვირაბში, რომელიც 4 სოფლის თავზე, მთაში უნდა გაიყვანონ, რიონის კალაპოტი მოექცევა, რაც მოსახლეობას საფრთხეს შეუქმნის.
BM.GE-თან საუბარში კომპანია ,,ფერის’’ ხელმძღვანელი, ლაშა იორდანიშვილი ამბობს, რომ პროტესტს ადგილობრივების მხოლოდ ნაწილი გამოხატავს. მისი თქმით, სანამ გარემოს დაცვის სამინისტროსგან გზშ-ზე დასკვას მიიღებენ, აქტიურად აგრძელებენ მოსახლეობასთან შეხვედრას და პროექტის გაცნობას. იორდანიშვილი ამბობს, რომ მოლოდინი აქვთ დადებითი დასკვნა დაახლოებით 1 თვეში მიიღონ.

"სეისმოლოგიური კვლევები თითზე დახვეული თემაა. საკმაოდ სოლიდურ ინვესტიციაზეა საუბარი და როგორ წარმოგიდგენიათ პროექტი რომ სრულყოფილი არ იყოს, რომელი ფინანსური ინსტიტუტი წამოვა თანამშრომლობაზე. ყველა ტიპის კვლევა არსებობს. პროექტი არ ითვალისწინებს მოსახლეობის განსახლებას, კლიმატზე ზემოქმედებას. პროექტი განხორციელდება ყველა საერთაშორისო პარამეტრის დაცვით’’-აცხადებს ლაშა იორდანიშვილი.

მისი თქმით, პროექტის დაფინანსების მოსაძიებლად აქტიურად მიდის მუშაობა საერთაშორისო ფინანსურ ინსტიტუტებთან, მათ შორის ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკთან.

მოსახლეობის ნაწილისგან განსხვავებით, ონის ჰესების კასკადს რეგიონისთვის სტრატეგიულ პროექტად მიიჩნევენ გუბერნატორის ადმინისტრაციაში. თუმცა, აქაც აქცენტი სეისმური კვლევების შედეგებზე კეთდება.

"ვინაიდან, კასკადი არარეგულირებადი დერივაციული მოწყობის ობიექტია მცირე მოცულობის წყალსაცავით, მისი უარყოფოთი ზემოქმედება კლიმატზე მინიმუმამდეა დაყვანილი, თუმცა განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს სეისმოლოგიურ კვლევებს, რადგან 21კილომეტრი სიგრძის და 5 მეტრი დიამეტრის წყალგამტარი გვირაბის მშენებლობა სეისმურად აქტიურ ზონაშია დაგეგმილი.

ზოგადად, ონის ჰესების კასკადი მნიშვნელოვანი და საპასუხისმგებლო ობიექტია", - აცხადებენ გუბერნატორის ადმინისტრაციაში.

ონის კასკადის დადგმული სიმძლავრე 200 მეგავატი იქნება. პროექტის საინვესტიციო ღირებულება 340 მლნ დოლარია. პროექტი მშენებლობის დაწყებიდან 5 წელიწადში უნდა დასრულდეს.
ავტორი: ელენე გოგბერაშვილი



17.მაისი.2018 14:36
181

"განახლებადი ენერგიების რესურსების ათვისება პრიორიტეტულია"

ვრცლად
15.მაისი.2018 14:27
181

„დამატებითი ჰიდროენერგია აუცილებელია სვანეთის და ადგილობრივი მოსახლეობისთვის“

ვრცლად
14.მაისი.2018 12:16
181

TANAP-ის პროექტი ივნისში ამოქმედდება

ვრცლად
13.მაისი.2018 11:00
181

"ერთ ადგილზე გამომუშავებული ენერგია ბოლო 15 წელში გასამმაგდა"

ვრცლად
11.მაისი.2018 10:19
181

თურქეთში ელექტროენერგიის ექსპორტი გაიზარდა

ვრცლად
06.მაისი.2018 20:00
181

ელექტროენერგიის ფასები საქართველოში და თურქეთში

ვრცლად