04.ივლისი.2018 14:20
ავიაცია

Myway Airlines აგვისტოდან ევროკავშირის ქვეყნებში იფრენს

Myway Airlines აგვისტოდან ევროკავშირის ქვეყნებში იფრენს
ქართულმა ავიაკომპანია Myway Airlines–მა ევროკავშირის ქვეყნებში საფრენად საჭირო სერთიფიკატი უკვე აიღო. ამ ეტაპზე მიმდინარეობს მოლაპარაკებები ევროპის უმსხვილეს აეროპორტებთან, მოხდება სასურველი დროების შერჩევა, შემდეგ ჩაეშვება ბილეთები გაყიდვაში და უკვე აგვისტოს შუა რიცხვებიდან, მოქალაქეები შეძლებენ, პირდაპირი რეისებით ევროპის ქვეყნებში გადაადგილებას. ავიამიმოსვლის გეგმებზე, Bm-ge-ს ინფორმაცია თავად კომპანია My way-ს წარმომადგენელმა იგორ აფციაურმა მიაწოდა.

„ჩვენი გეგმები, თავდაპირველად, სამ ეტაპად იყო დაყოფილი, პირველი გულისხმობდა რეგიონის ქვეყნებში ფრენას, რომელიც ამ ეტაპზე წარმატებით ხორციელდება. მეორე ეტაპი ევროკავშირის ქვეყნებში რეისების განხორციელებას გულისხმობდა და უკვე გადავლახეთ ესეც. მესამე კი, უკვე ამერიკის შეერთებული შტატებია. ჩვენ უახლოეს პერიოდში, ვგულიხსმობ 2 წელიწადში, შევიძენთ ახალ ბოინგებს, ასევე საჭიროა ამერიკის სამოქალაქო ავიაციის ლიცენზიაც და უკვე სამი წლის პერსპექტივაა ამერიკის მიმართულებით პირდაპირი რეისების განხორციელებაც.“ - ამბობს აფციაური.

მისი თქმით, უახლოეს პერიოდში, დაიწყება ასევე პირდაპირი მიმოსვლა რუსეთში და ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებშიც.



05.სექტემბერი.2018 16:38
181

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში მგზავრთნაკადი 44%-ით გაიზარდა

ვრცლად
16.ივლისი.2018 11:39
181

ადგილობრივი ავიარეისების შესრულებაზე ტენდერი განმეორებით გამოცხადდება

ვრცლად
09.ივლისი.2018 12:31
181

ადგილობრივ ავიარეისების შესრულებაზე გამოცხადებულ ტენდერში შპს ,,აკ-ეარ ჯორჯია“ მონაწილეობას მიიღებს

ვრცლად
05.ივლისი.2018 09:30
181

აეროპორტებში მგზავრთნაკადი 31%-ით გაიზარდა

ვრცლად
04.ივლისი.2018 15:23
181

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი ივნისში მგზავრთა რეკორდული რაოდენობას მოემსახურა

ვრცლად
02.ივლისი.2018 17:22
181

"WizzAir საავიაციო უსაფრთხოების მხრივ, ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებლის მქონე ავიაგადამზიდველია"

ვრცლად