26.ივნისი.2018 11:33
უძრავი ქონება

მშენებლობის ღირებულების ინდექსს ახალი კომპონენტები დაემატება

მშენებლობის ღირებულების ინდექსს ახალი კომპონენტები დაემატება
საქსტატის ფასების სტატისტიკის სამმართველოს უფროსის გიორგი თეთრაულის ინფორმაციით, სამომავლოდ უწყება მშენებლობის ღირებულების ინდექსის სრულყოფას და მასში ახალი კომპონენტების დამატებას გეგმავს.

"პირველ ეტაპზე მშენებლობის რესურსების ფასების ინდექსს ვაკვირდებით, შემდგომში ვაპირებთ ჩავრთოთ სხვა კომპონენტებიც, როგორიცაა მიწის ფასი, საინჟინრო და არქიტექტორული მომსახურების ღირებულება, სათაო ოფისის ხაჯები და ასე შემდეგ. სხვადასხვა კომპონენტების ჩართვით უფრო მივუახლოვდებით უძრავი ქონების საბაზრო ფასს, ვაპირებთ ინდექსი უფრო განვავრცოთ", - განუცხადა bm.ge-ს თეთრაულმა.

შეგახსენებთ, რომ საქსტატმა მშენებლობის ღირებულების ინდექსი პირველად გამოაქვეყნა, რომელიც 5 კომპონენტს აერთიანებს. ესენია: მასალების და ნედლეულის ღირებულება, ხელფასების ხარჯი, მანქანა-დანადგარების ხარჯი, სატრანსპორტო, საწვავის და ელექტროენერგიის ხარჯები და ცალკე კომპონენტი- სხვა ხარჯები. ინდექსი მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლის მშენებლობისათვის საჭირო რესურსების ფასების დინამიკას განსაზღვრავს. გამოქვეყნებული მონაცემებით, მიმდინარე წლის პირველ კვარტალში, წინა კვარტალთან შედარებით 5,6%-ითაა შემცირებული.
ავტორი: თამუნა დემეტრაშვილი



10.დეკემბერი.2018 09:30
181

სამშენებლო, სამონტაჟო & დეველოპერული კომპანიების ბიზნეს პროცესების ავტომატიზაცია SAP BUSINESS ONE-ში

ვრცლად
10.დეკემბერი.2018 09:30
181

სამშენებლო, სამონტაჟო & დეველოპერული კომპანიების ბიზნეს პროცესების ავტომატიზაცია SAP BUSINESS ONE-ში

ვრცლად
05.ივლისი.2018 14:31
181

ყველაზე მეტი სამშენებლო ობიექტი წელს თბილისსა და კახეთში დასრულდა

ვრცლად
05.ივლისი.2018 14:21
181

მშენებლობაზე გაცემული ნებართვებით თბილისი, აჭარა და ქვემო ქართლი ლიდერობს

ვრცლად
27.ივნისი.2018 20:00
181

საქართველოში შენობებს ენერგოეფექტიანობის სერტიფიკატი ექნება

ვრცლად
27.ივნისი.2018 19:30
181

2029 წლიდან ახალი შენობები თითქმის ნულოვანი ენერგომოხმარების უნდა იყოს

ვრცლად