05.ივლისი.2018 14:21
უძრავი ქონება

მშენებლობაზე გაცემული ნებართვებით თბილისი, აჭარა და ქვემო ქართლი ლიდერობს

მშენებლობაზე გაცემული ნებართვებით თბილისი, აჭარა და ქვემო ქართლი ლიდერობს
მიმდინარე წლის 1 კვარტალში ჯამში 2,057 სამშენებლო ნებართვაა გაცემული, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 114 ნებართვით ნაკლებია.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, ყველაზე მეტი სამშენებლო ნებართვა - 991 ერთეული, თბილისშია გაცემული, თუმცა ეს მონაცემი 2017 წლის ანალოგიურ პერიოდს 88 ერთეულით ჩამორჩება. რეგიონების მიხედვით, აჭარა ლიდერობს, სადაც წინა წელთან შედარებით, გაცემული სამშენებლო ნებართვების რაოდენობა გაზრდილია და 314 ერთეულს შეადგენს, მესამე პოზიციაზე ქვემო ქართლია, სადაც 199 ნებართვა გაიცა. ყველაზე ნაკლებ ინტერესს სამშენებლო სექტორი გურიისა და რაჭა-ლეჩხუმის მიმართულებით იჩენს, ამ რეგიონებში შესაბამისად 33 და 7 ნებართვაა გაცემული.
ავტორი: თამუნა დემეტრაშვილი



05.ივლისი.2018 14:31
181

ყველაზე მეტი სამშენებლო ობიექტი წელს თბილისსა და კახეთში დასრულდა

ვრცლად
27.ივნისი.2018 20:00
181

საქართველოში შენობებს ენერგოეფექტიანობის სერტიფიკატი ექნება

ვრცლად
27.ივნისი.2018 19:30
181

2029 წლიდან ახალი შენობები თითქმის ნულოვანი ენერგომოხმარების უნდა იყოს

ვრცლად
26.ივნისი.2018 11:33
181

მშენებლობის ღირებულების ინდექსს ახალი კომპონენტები დაემატება

ვრცლად
26.ივნისი.2018 11:10
181

მენაშენეები საქსტატის მშენებლობის ინდექსს არასრულყოფილად მიიჩნევენ

ვრცლად
25.ივნისი.2018 10:15
181

უძრავი ქონების ტრანზაქციების რაოდენობა იზრდება

ვრცლად