11.ივლისი.2018 20:38
ენერგეტიკა

ჰესებთან დაკავშირებულ ნებართვების გაცემაზე ახალი ცვლილებები იგეგმება

ჰესებთან დაკავშირებულ ნებართვების გაცემაზე ახალი ცვლილებები იგეგმება
გარემოს და სოფლის მეურნეობის მინისტრ ლევან დავითაშვილის განცხადებით, „ნებისმიერი პროექტი, რომელიც მნიშვნელოვან გავლენას ახდენს გარემოზე, კომპეტენტურად უნდა იყოს მომზადებული“.

ასე უპასუხა დავითაშვილმა BM.ge-ის კითხვას, რომელიც ჰესების მშენებლობასთან დაკავშირებით საზოგადოებაში არსებულ ნეგატიურ განწყობას შეეხებოდა.

"რაც შეეხება ზოგადად პოზიციას ჰიდროელექტროსადგურების შესახებ, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს პოზიცია არის ერთი - ნებისმიერი პროექტი, რომელიც მნიშვნელოვან გავლენას ახდენს გარემოზე, კომპეტენტურად უნდა იყოს მომზადებული, გარემოს ზემოქმედების შეფასების დოკუმენტი უნდა იყოს ადეკვატური და მაღალი დონის ექსპერტიზის შედეგად უნდა იყოს გადაწყვეტილება მიღებული. სხვა შემთხვევაში, ჩვენ მხარს ვერ დავუჭერთ და ჩვენი პრინციპული პოზიცია იქნება, რომ გარემოზე ზემოქმედების შეფასების პროცესი გაუმჯობესდეს, მათ შორის, იმ საკონსულტაციო კომპანიების ხარისხი უნდა გაუმჯობესდეს, რომლებიც ჩართულები არიან ასეთ პროცესში და ნებართვა მხოლოდ ასეთ პირობებში გაიცემა", - განაცხადა მინისტრმა.

მისივე თქმით, გარემოს ზემოქმედების შეფასების ნაწილში საქართველო ერთადერთი ქვეყანააა რეგიონში, რომელსაც გააჩნია ახალი კოდექსი, სადაც გარემოზე ზემოქმედების შეფასების პროცესი ძალიან გამჭვირვალეა.

"საზოგადოების მაღალი დონის ჩართულობაა მიღწეული და ამ ჩართულობის უზუნველყოფას თვითონ სახელმწიფო ახდენს. ამავე დროს, ჩვენ მომზადებული გვაქვს გარკვეული ცვლილებები, რომელიც გულისხმობს იმას, რომ ასეთი ტიპის საკონსულტაციო თუ ექსპერტული ბიურო, მათ შორის, ექსპერტების დონეზე განესაზღვროთ პასუხისმგებლობა და იმ შემთხვევაში, თუ მნიშვნელოვანი უზუსტობებებით იქნება წარმოდგენილი ამა თუ იმ ექსპერტის მიერ მომზადებული დასკვნა, მათ უბრალოდ დისკვალიფიკაცია მიეცემათ და მომავალში მათ ჩართულობის საშაულება არ ექნებათ. ეს დამატებით პასუხისმგებლობას გააჩენს მათთვის, რომ უფრო მეტი ყურადღებით მოხდეს დოკუმენტების მომზადება, რაც ჩვენს ნაწილსაც გაამარტივებს. ვაპირებთ საჯარო განხილვებს, რომ ზოგადად, ნებართვების გაცემის პროცესი და შეფასების ნაწილი ჩვენთან თავს იყრიდეს ერთ სტრუქტურაში, რომ გამარტივდეს პროცესი და სამინისტროს ნაცვლად, ამ პროცესს გარემოს ეროვნული სააგენტო ახორციელებდეს", - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.
ავტორი: თელარა გელანტია



04.ივლისი.2018 19:40
181

"საქართველოში ელექტროენერგიის იმპორტი და ექსპორტი დივერსიფიცირებული იქნება"

ვრცლად
04.ივლისი.2018 19:20
181

"საქართველოში ელექტროენერგიის გამომუშავება გაიზრდება"

ვრცლად
04.ივლისი.2018 19:00
181

ყველაზე მეტ ელექტროენერგიას ტურიზმის სფერო მოიხმარს

ვრცლად
04.ივლისი.2018 15:29
181

ელექტროენერგიის გენერაციაში ქარის სადგურის წილი იზრდება

ვრცლად
03.ივლისი.2018 18:24
181

საქართველოში ელექტროენერგიის მოხმარებამ ისტორიულ პიკს მიაღწია

ვრცლად
20.ივნისი.2018 20:00
181

"ქარის სადგურების მშენებლობაზე გადაწყვეტილებას უახლოეს პერიოდში მივიღებთ"

ვრცლად