05.დეკემბერი.2017 13:01
ავიაცია

Flydubai ქუთაისის მიმართულებით პირდაპირ ფრენებს ზაფხულიდან დაიწყებს

Flydubai ქუთაისის მიმართულებით პირდაპირ ფრენებს ზაფხულიდან დაიწყებს
ავიაკომპანია Flydubai ქუთაისის მიმართულებით ავიარეისებს 14 ივნისიდან შეასრულებს. დუბაი-ქუთაისის მიმართულებით ოპერირებას არაბეთის გაერთიანებული საემიროების ავიაკომპანია კვირაში 3 სიხშირით დაიწყებს.

ავიაკომპანია Flydubai 2018 წლის ზაფხულის სეზონის განმავლობაში დუბაი-ქუთაისი-დუბაის მიმართულებით ფრენებს ბოინგ 737-ით 14 ივნისიდან 22 სექტემბრის შუალედში განახორციელებს.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს აეროპორტების გაერთიანების ხელმძღვანელობის განცხადებით, ეს გადაწყვეტილება პოპულარული ტურისტული ადგილებისკენ პირდაპირი ფრენის მოთხოვნამ განაპირობა.

თბილისისა და ბათუმის შემდეგ, ქუთაისი მესამე ქალაქი იქნება საქართველოში, სადაც “Flydubai” იფრენს.
18.დეკემბერი.2017 18:06
181

თბოსადგურები ტარიფის ყოველთვიურ კორექტირებას ითხოვენ

ვრცლად
18.დეკემბერი.2017 13:01
181

თბოსადგურების ტარიფების დამტკიცება 19 დეკემბრამდე გადაიდო

ვრცლად
18.დეკემბერი.2017 10:10
181

ელექტროენერგიის ახალი სამომხმარებლო ტარიფი 25 დეკემბერს გახდება ცნობილი

ვრცლად
15.დეკემბერი.2017 12:12
181

დუშეთის მუნიციპალიტეტში ახალი ჰესი აშენდება

ვრცლად
15.დეკემბერი.2017 11:11
181

ელექტროენერგიის წარმოება გაიზარდა

ვრცლად
14.დეკემბერი.2017 16:04
181

კომისიამ სს "ენერგოკავშირი" დააჯარიმა

ვრცლად