15.მაისი.2018 18:26
ჯანდაცვა

ექიმები გართულებული სამედიცინო საქმეების გაშუქების აკრძალვას ითხოვენ

ექიმები გართულებული სამედიცინო საქმეების გაშუქების აკრძალვას ითხოვენ
მასმედიის საშუალებით ბოლო პერიოდში ხშირად გაშუქებული გართულებული სამედიცინო შემთხვევების გამო „საქართველოს კლინიკების ასოციაციამ“ პარლამენტს მიმართა და „საექიმო საქმინობის შესახებ“ კანონში ცვლილებების შეტანა მოითხოვა.

ექიმები „საექიმო საქმიანობის შესახებ“ კანონის 94-ე მუხლში ითხოვენ ცვლილებას, რომლის დარღვევის შემთხვევაშიც გარკვეული სახის სახდელები უნდა დაწესდეს.
მათი ინიციატივით კანონის აღნიშნული მუხლი უნდა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„სამედიცინო საქმიანობის დროს, ექიმის მიერ დაშვებული გადაცდომის ან შეცდომის ან ჩადენილი დანაშაულის შესახებ, მედიის საშუალებით, ღიად საუბარი დაუშვებელია, ექსპერტიზის დასკვნის, სამედიცინო საქმიანობაზე ზემდგომი მარეგულირებელი ორგანოს ან სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშე“.

„მასმედიის საშუალებით ბოლო პერიოდში იმატა ექიმებისა და სხვა სამედიცინო პერსონალის მიმართ დაუსაბუთებელი ფაქტების გავფრცელებამ და უსაფუძვლო ბრალდებებმა. უდანასაულობის პრეზუმციის მსგავსი სახით გაუთვალისწინებლობა იწვევს სამედიცინო პერსონალის უფლებების უხეშ დარღვევას, მათი ღირსებისა და პატივის განზრახ შელახვას. მიგვაჩნია, რომ საინფორმაციო საშუალებებით გარცელებული თითოეული ფაქტი უნდა იყოს მყარად არგუმენტირებული და ეფუძნებოდეს ექსპერტიზის დასკვნას, სამედიცინო საქმიანობაზე ზემდგომი მარეგულირებელი ორგანოს ან სასამართლოს გადაწყვეტილებას“ - აცხადებენ კლინიკების ასოციაციაში.
ავტორი: მეგი კავთუაშვილი



04.ივლისი.2018 11:57
181

ექიმების საქმიანობის მედიაში გაშუქებას სახელმწიფო არ დაარეგულირებს

ვრცლად
22.ივნისი.2018 09:40
181

"თუ არ იქნება სახელმწიფო კლინიკები, განვითარება ვერ მოხდება"

ვრცლად
21.ივნისი.2018 19:20
181

ანზორ მელია: ამდენი კერძო კლინიკა არ არის საჭირო საქართველოში

ვრცლად
21.ივნისი.2018 19:00
181

"აბსურდულია, რომ რომელიღაც კლინიკები ეტალონურები უნდა გახდნენ"

ვრცლად
21.ივნისი.2018 17:25
181

"სამრეცხაოსა და სარდაფში გახსნილ კლინიკაში შეუძლებელია იყოს მაღალი ხარისხი"

ვრცლად
16.მაისი.2018 12:36
181

რეგიონებში სასწრაფო სამედიცინო დახმარების გამოძახებაზე მოთხოვნა ყოველწლიურად იზრდება

ვრცლად