16.აპრილი.2018 15:24
ენერგეტიკა

ელექტროენერგიის იმპორტი სამჯერ გაიზარდა

ელექტროენერგიის იმპორტი სამჯერ გაიზარდა
2017 წლის ელექტროენერგიის იმპორტის რაოდენობა გასული წლის იმავე მაჩვენებელს სამჯერ აღემატება. სემეკის წლიური ანგარისის მიხედვით, კვლავ იზრდება აფხაზეთის მოხმარება. 2017 წელს ამ მაჩვენებელმა შეადგინა 2,001.8 მლნ.კვტ.სთ, რაც მთლიანი მოხმარების 15.3%-ია, ხოლო მომხმარებელზე მიწოდებული ელექტროენერგიის – 16.9%. აფხაზეთის მოხმარება იფარება ენგურჰესისა და ვარდნილჰესების კასკადის მიერ გამომუშავებული ელექტროენერგიით, რაც ნიშნავს იმას, რომ ეს რესურსი დანარჩენი საქართველოსათვის მცირდება.

„ელექტროენერგიის წარმოება (სალტეზე გაცემა) წინა წელთან შედარებით მცირედით შემცირდა (0.4%), თუმცა 2015 წელთან შედარებით 6.8%-ით გაიზარდა. წინა წელთან შედარებით წარმოების შემცირება გამოწვეულია საანგარიშო წელს ენგურჰესის 2 კვირით გაჩერებით და ზოგადად ნაკლები წყალმოდინებით. მიუხედავად ამისა, 2007-2017 წლების მონაცემებზე დაყრდნობით, ყოველწლიურად საქარ– თველოში ელექტროენერგიის წარმოება საშუალოდ 3.5%-ით იზრდება, რაც მიმდინარე წლებში ექსპლუატაციაში შესული ელექტროსადგურების მიერ გამომუშავებული ელექტროენერგიით არის განპირობებული”, -განმარტავენ მარეგულირებელში.




25.აპრილი.2018 14:25
181

მზის პირველი მიკროელექტროსადგური იმერეთში

ვრცლად
24.აპრილი.2018 17:11
181

საქართველოსა და კორეის რესპუბლიკას შორის ჩარტერული ფრენები შესრულდება

ვრცლად
20.აპრილი.2018 11:12
181

ჯანმრთელ მოხალისეზე წამლის კვლევა დასაშვები ხდება

ვრცლად
18.აპრილი.2018 17:00
181

სახელმწიფო მშობიარობას მხოლოდ მსხვილ კლინიკებში დააფინანსებს

ვრცლად
18.აპრილი.2018 16:55
181

მემცენარეობაში ნათესი ფართობები შემცირდა - იკლო წარმოებამ და შემოსავლიანობამაც

ვრცლად
18.აპრილი.2018 14:17
181

"ჰესების მშენებლობა ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის ენერგეტიკისთვის"

ვრცლად