ელექტროენერგიის იმპორტი წლიურად 32.8%-ით შემცირდა წინა წლის მაღალი ბაზიდან, როდესაც ენგურის გაჩერებამ გამოიწვია იმპორტზე მოთხოვნის მნიშვნელოვანი ზრდა. იმპორტი განხორციელდა მხოლოდ აზერბაიჯანიდან და თებერვალში ქსელში მიწოდებული ელექტროენერგიის 15.2% შეადგინა.
G&T-ის ინფორმაციით, გარანტირებული სიმძლავრის საფასური წლიურად 6.4%-ით გაიზარდა და კვტ.სთ-ზე 0.7 აშშ ცენტი შეადგინა. ზრდა განპირობებულია 2018 წლის იანვრიდან მოქმედი გარანტირებული სიმძლავრის საფასურის განახლებული ტარიფებით. მტკვარი ენერგია (მე-9 ბლოკი) და გარდაბნის თბოსადგური მუშაობდნენ სრული სიმძლავრით თითქმის მთელი თვის განმავლობაში, ხოლო დანარჩენი სამი თბოსადგური სისტემისთვის რეზერვის წყაროს წარმოადგენდნენ.
13.აპრილი.2018 10:10
ენერგეტიკა
ელექტროენერგიის იმპორტი 32.8%-ით შემცირდა
