04.ივლისი.2018 15:29
ენერგეტიკა

ელექტროენერგიის გენერაციაში ქარის სადგურის წილი იზრდება

ელექტროენერგიის გენერაციაში ქარის სადგურის წილი იზრდება
საქსტატის მიერ გამოქვეყნებული ენერგეტიკის სტატისტიკური მაჩვენებლების მიხედვით, ენერგოწარმოებაში ქარის სადგურის მიერ გამომუშავებული ენერგიის წილი იზრდება. მიმდინარე წლის 4 თვის მონაცემებით, სადგურმა ჯამში 29,8 გვტ.სთ ენერგია გამოიმუშავა, კეძოდ იანვარში - 7,1 გვტ.სთ, თებერვალში - 6,2 გვტ.სთ, მარტში - 7,1 გვტ.სთ, აპრილში კი 9,4. გვტ.სთ.

რაც შეეხება თბოსადგურებს, ჯამურმა გამომუშავებამ 915,3 გვტ.სთ შეადგინა, ჰიდროელექტროსადგურებისამ კი 3063,6 გვტ.სთ. ჯამში 4 თვის განმავლობაში მთლიანი წარმოებული იყო 4008,7 გვტ.სთ ელექტროენერგია. ამ პერიოდის განმავლობაში, ქვეყანამ იმპორტით 555,4 გვტ.სთ ენერგია შემოიტანა, ექსპორტზე კი მხოლოდ 75,1 გვტ.სთ ელექტროენერგია გაიტანა.

რაც შეეხება ბუნებრივ აირს, 4 თვეში ქვეყანაში 985,4 მლნ მ3 ბუნებრივი აირის იმპორტი განხორციელდა.
ავტორი: თამუნა დემეტრაშვილი



11.ივლისი.2018 20:38
181

ჰესებთან დაკავშირებულ ნებართვების გაცემაზე ახალი ცვლილებები იგეგმება

ვრცლად
04.ივლისი.2018 19:40
181

"საქართველოში ელექტროენერგიის იმპორტი და ექსპორტი დივერსიფიცირებული იქნება"

ვრცლად
04.ივლისი.2018 19:20
181

"საქართველოში ელექტროენერგიის გამომუშავება გაიზრდება"

ვრცლად
04.ივლისი.2018 19:00
181

ყველაზე მეტ ელექტროენერგიას ტურიზმის სფერო მოიხმარს

ვრცლად
03.ივლისი.2018 18:24
181

საქართველოში ელექტროენერგიის მოხმარებამ ისტორიულ პიკს მიაღწია

ვრცლად
20.ივნისი.2018 20:00
181

"ქარის სადგურების მშენებლობაზე გადაწყვეტილებას უახლოეს პერიოდში მივიღებთ"

ვრცლად