11.ივნისი.2018 11:39
ავიაცია

ავიაკომპანია „Myway Airlines“ რეგულარული რეისების განხორციელებას იწყებს

ავიაკომპანია „Myway Airlines“ რეგულარული რეისების განხორციელებას იწყებს
ქართული ავიაკომპანია „Myway Airlines“ რეგულარული საჰაერო მიმოსვლის განხორციელებას იწყებს. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითრების სამინისტროს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში წარმოდგენილი განაცხადების შესაბამისად, რეისები თბილისი-ხარკოვი-თბილისის, ბათუმი-ხარკოვი-ბათუმის, თბილისი-თეირანი-თბილისის, ბათუმი-თეირანი-ბათუმის და თბილისი-სამარა-თბილისის მიმართულებებით შემდეგი განრიგით შესრულდება:

· თბილისი-ხარკოვი-თბილისი - 12 ივნისიდან 4 სექტემბრამდე, ყოველ სამშაბათსა და შაბათს.

· ბათუმი-ხარკოვი-ბათუმი - 13 ივნისიდან 29 სექტემბრამდე, ყოველ ოთხშაბათსა და შაბათს;

· თბილისი-თეირანი-თბილისი - 14 ივნისიდან 25 ოქტომბრამდე - ყოველ ორშაბათსა და ხუთშაბათს;

· ბათუმი-თეირანი-ბათუმი - 22 ივნისიდან 26 ოქტომბრამდე, ყოველ პარასკევს;

· თბილისი-სამარა-თბილისი - 23 ივნისიდან 27 ოქტომბრამდე, ყოველ სამშაბათსა და შაბათს;

ფრენები Boeing B737-800-ის ტიპის საჰაერო ხომალდებით განხორციელდება. პირველ რეგულარულ რეისს „Myway Airlines“ თბილისიდან ხარკოვის მიმართულებით 12 ივნისს შეასრულებს.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ ავიაკომპანია „Myway Airlines“-ს რეგულარული საჰაერო მიმოსვლის ნებართვა 8 ივნისს მიენიჭა.

„Myway Airlines“-ზე საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტის სერტიფიკატი სააგენტომ მიმდინარე წლის 23 იანვარს, ხოლო გადაყვანა-გადაზიდვის მოწმობა 23 თებერვალს გასცა. ამ ეტაპზე "Myway Way Airlines"-ის საკუთრებაში 2007 წელს გამოშვებული ორი ერთეული Boeing B 737-8AL იმყოფება. ავიაკომპანიის ბაზირების ადგილია საქართველო და იგი ქართული საფრენოსნო და ტექნიკური პერსონალით არის დაკომპლექტებული.



05.სექტემბერი.2018 16:38
181

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში მგზავრთნაკადი 44%-ით გაიზარდა

ვრცლად
16.ივლისი.2018 11:39
181

ადგილობრივი ავიარეისების შესრულებაზე ტენდერი განმეორებით გამოცხადდება

ვრცლად
09.ივლისი.2018 12:31
181

ადგილობრივ ავიარეისების შესრულებაზე გამოცხადებულ ტენდერში შპს ,,აკ-ეარ ჯორჯია“ მონაწილეობას მიიღებს

ვრცლად
05.ივლისი.2018 09:30
181

აეროპორტებში მგზავრთნაკადი 31%-ით გაიზარდა

ვრცლად
04.ივლისი.2018 15:23
181

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი ივნისში მგზავრთა რეკორდული რაოდენობას მოემსახურა

ვრცლად
04.ივლისი.2018 14:20
181

Myway Airlines აგვისტოდან ევროკავშირის ქვეყნებში იფრენს

ვრცლად