საქართველოს აეროპორტებში მგზავრთნაკადი 2012 წლიდან დღემდე, ყოველწლიურად იზრდება, ამის შესახებ Bm.ge-ს ,,საქართველოს გაერთანებული აეროპორტებში განუცხადაეს.
თუ თბილისის საერთაშორისო აეროპორტი 2012 წელის პირველ კვარტალში, 227 374 მგზავრს მოემსახურა, წელს იგივე პერიოდში კი 724 024 მგზავრი გაატარა, რაც 218%-ით გაზრდილი მაჩვენებელია.
თითქმის ხუთჯერ არის გაზრდილი მგზავრების რაოდენობა ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში, მიმდინარე წლის პირველ კვარტალში მან 78 020 მგზავრი გაატარა, ანუ 484% -ით მეტი, ვიდრე 2013 წლის პირველ კვარტალში, როდესაც 13 351 მგზავრს მოემსახურა.
რაც შეეხება ბათუმის აეროპორტს, აქ სტაბილური ზრდა ბოლო სამი წელია ფიქსირდება, 2012 წლის პირველ კვარტალში ეს აეროპორტი 19 758 მგზავრს მოემსახურა, 2018 წლის იგივე პერიოდში კი 36 762-ს, რაც 86 %-ით გაზრდილი მაჩვენებელია.
15.აპრილი.2018 12:00
ავიაცია
აეროპორტებში მგზავრთნაკადი ყოველწლიურად იზრდება
