06.ივნისი.2018 11:06
ავიაცია

აეროპორტებში მგზავრთნაკადი 32%-ით გაიზარდა

აეროპორტებში მგზავრთნაკადი 32%-ით გაიზარდა
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს ,,საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ ინფორმაციით, 2018 წლის 5 თვის მონაცემებით, საქართველოს აეროპორტების მიერ, რეგულარული და ჩარტერული რეისების შედეგად, გადაყვანილ იქნა 1, 608, 124 მგზავრი, რაც 32 % აღემატება წინა წლის ანალოგიურ პერიოდს (1,220, 595 მგზავრი).

მგზავრთნაკადის ზრდის მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა საქართველოს სამივე საერთაშორისო აეროპორტში:

2018 წლის 5 თვის განმავლობაში, თბილისის საერთაშორისო აეროპორტი 1,327,544 მგზავრს მოემსახურა, რაც 32 % მეტია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით (1,005,584 მგზავრი )

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში 2018 წლის 5 თვეში მგზავრთნაკადი საგრძნობლად გაიზარდა და 20 % შეადგინა. თუ წინა წლის ანალოგიურ პერიოდში დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტი 142,499 მგზავრს მოემსახურა, წელს ამ მაჩვენებელმა 171,064 მგზავრი შეადგინა.

რეკორდული ზრდის ტემპი შენარჩუნებულია კვლავ ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში. 2018 წლის პირველ 5 თვეში ალექსანდრე ქართველის სახელობის საერთაშორისო აეროპორტის მეშვეობით 109, 516 მგზავრმა ისარგებლა. რაც 51 % მეტია შარშანდელ ანალოგიურ პერიოდთან შედარებით (72,512 მგზავრი).

რაც შეეხება ადგილობრივ აეროპორტებს, მესტიისა და ამბროლაურის აეროპორტებით, 2018 წლის 5 თვეში 2,150 მგზავრმა ისარგებლა. 2018 წლის 5 თვის მონაცემებით, ადგილობრივ აეროპორტებში ჯამში 113 რეისი შესრულდა.



18.ივნისი.2018 17:49
181

საქართველოში პირველი "დრონი" დარეგისტრირდა

ვრცლად
15.ივნისი.2018 10:43
181

Jazeera Airways: საქართველოს სავიზო პოლიტიკა ტურისტებისთვის ძალიან მოსახერხებელია

ვრცლად
14.ივნისი.2018 12:59
181

ქუვეითის ავიაკომპანია Jazeera Airways-მა თბილისის მიმართულებით პირველი რეისი შეასრულა

ვრცლად
12.ივნისი.2018 17:27
181

My Way Airlines-მა რეგულარული რეისების შესრულება დაიწყო

ვრცლად
11.ივნისი.2018 11:39
181

ავიაკომპანია „Myway Airlines“ რეგულარული რეისების განხორციელებას იწყებს

ვრცლად
04.ივნისი.2018 16:00
181

YANAIR საქართველოში ახალ მიმართულებას ამატებს

ვრცლად