05.ივლისი.2018 09:30
ავიაცია

აეროპორტებში მგზავრთნაკადი 31%-ით გაიზარდა

აეროპორტებში მგზავრთნაკადი 31%-ით გაიზარდა
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს ,,საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ ინფორმაციით, 2018 წლის 6 თვის მონაცემებით, საქართველოს აეროპორტები ჯამში 2,103,151 მგზავრს მოემსახურა. რაც 31% აღემატება წინა წლის ანალოგიურ პერიოდს ( 1,607,892 მგზავრი).

მგზავრთნაკადის ზრდის მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა საქართველოს სამივე საერთაშორისო აეროპორტში:

2018 წლის 6 თვის განმავლობაში, თბილისის საერთაშორისო აეროპორტი 1,675,073 მგზავრს მოემსახურა, რაც 30 % მეტია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით (1,287,275 მგზავრი ).

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში 2018 წლის 6 თვეში მგზავრთნაკადი საგრძნობლად გაიზარდა და 28 % შეადგინა. თუ წინა წლის ანალოგიურ პერიოდში დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტი 183,632 მგზავრს მოემსახურა, წელს ამ მაჩვენებელმა 234,679 მგზავრი შეადგინა.

ზრდის ტენდენცია შენარჩუნებულია კვლავ ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში. 2018 წლის პირველ 6 თვეში ალექსანდრე ქართველის სახელობის საერთაშორისო აეროპორტის მეშვეობით 190,272 მგზავრმა ისარგებლა. რაც 43 % მეტია შარშანდელ ანალოგიურ პერიოდთან შედარებით (133,424 მგზავრი).

რაც შეეხება ადგილობრივ აეროპორტებს, მესტიისა და ამბროლაურის აეროპორტებით, 2018 წლის 6 თვეში 3,063 მგზავრმა ისარგებლა. 2018 წლის 6 თვის მონაცემებით, ადგილობრივ აეროპორტებში ჯამში 156 რეისი შესრულდა.




16.ივლისი.2018 11:39
181

ადგილობრივი ავიარეისების შესრულებაზე ტენდერი განმეორებით გამოცხადდება

ვრცლად
09.ივლისი.2018 12:31
181

ადგილობრივ ავიარეისების შესრულებაზე გამოცხადებულ ტენდერში შპს ,,აკ-ეარ ჯორჯია“ მონაწილეობას მიიღებს

ვრცლად
04.ივლისი.2018 15:23
181

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი ივნისში მგზავრთა რეკორდული რაოდენობას მოემსახურა

ვრცლად
04.ივლისი.2018 14:20
181

Myway Airlines აგვისტოდან ევროკავშირის ქვეყნებში იფრენს

ვრცლად
02.ივლისი.2018 17:22
181

"WizzAir საავიაციო უსაფრთხოების მხრივ, ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებლის მქონე ავიაგადამზიდველია"

ვრცლად
02.ივლისი.2018 17:02
181

ქუთაისი-მილანის რეისის მგზავრები გაფრენამდე სასტუმრო ,,წყალტუბო პლაზაში“ გადაიყვანეს

ვრცლად