16.ივლისი.2018 11:39
ავიაცია

ადგილობრივი ავიარეისების შესრულებაზე ტენდერი განმეორებით გამოცხადდება

ადგილობრივი ავიარეისების შესრულებაზე ტენდერი განმეორებით გამოცხადდება
ადგილობრივი ავიარეისების შესრულებაზე ,,საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ მიერ ტენდერი ხელმეორედ უახლოეს მომავალში გამოცხადდება, ამის შესახებ Bm.ge-ს უწყებაში განუცხადეს, როგორც ,,საქართველოს აეროპორტების გაერთიანებაში” განმარტავენ, ტენდერი სავარაუდოდ იგივე პირობებით გამოცხადდება. მანამდე კი ადგილობრივ ავიარეისებს ისევ შპს ,,აკ-ეარ ჯორჯია“ შეასრულებს, რომელიც ბათუმის, მესტიისა და ამბროლაურის მიმართულებით თბილისიდან, ქუთაისიდან და ნატახტრის აეროდრომიდან დაფრინავს.

შეგახსენებთ, რომ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს "საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ" ადგილობრივი ავიარეისების მომსახურების შესყიდვის შესახებ ტენდერი 4 წლით 49 672 332 ლარზე გამოაცხადდა.

მომსახურება გულისხმობს საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედ აეროპორტებს შორის, მესტია - ქუთაისი - მესტია, ნატახტარი-მესტია - ნატახტარი, ნატახტარი-ამბროლაური-ნატახტარი, თბილისი-ბათუმი-თბილისის მიმართულებით მგზავრთა საჰაერო გადაყვანის მიზნით ავიარეისების ორგანიზებას და შესრულებას.

4 წლის განმავლობაში მცირე ზომის საჰაერო ხომალდით საორიენტაციოდ 2248 რეისი უნდა შესრულდეს, საშუალო ზომის ხომალდით კი 2487 რეისი.

სატენდერო პირობებით, გამარჯვებულმა კომპანიამ მგზავრთა გადაყვანა ერთი არანაკლებ 15 ადგილიანი და ერთი არანაკლებ 30 ადგილიანი საჰაერო ხომალდით უნდა უზრუნველყოს.

მომსახურების ღირებულება ანაზღაურდება ყოველთვიურად შესრულებული რეისების რაოდენობის მიხედვით. დაინტერესებულ კომპანიებს, ტენდერში მონაწილეობის მიზნით განაცხადების ატვირთვა, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზე, 12 ივლისის ჩათვლით შეეძლოთ. თუმცა, ტენდერი ცაშლილად გამოცხადდა, რადგან მონაწილეობა არცერთმა კომპანიამ არ მიიღო.
ავტორი: მაია ბიწაძე



05.სექტემბერი.2018 16:38
181

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში მგზავრთნაკადი 44%-ით გაიზარდა

ვრცლად
09.ივლისი.2018 12:31
181

ადგილობრივ ავიარეისების შესრულებაზე გამოცხადებულ ტენდერში შპს ,,აკ-ეარ ჯორჯია“ მონაწილეობას მიიღებს

ვრცლად
05.ივლისი.2018 09:30
181

აეროპორტებში მგზავრთნაკადი 31%-ით გაიზარდა

ვრცლად
04.ივლისი.2018 15:23
181

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი ივნისში მგზავრთა რეკორდული რაოდენობას მოემსახურა

ვრცლად
04.ივლისი.2018 14:20
181

Myway Airlines აგვისტოდან ევროკავშირის ქვეყნებში იფრენს

ვრცლად
02.ივლისი.2018 17:22
181

"WizzAir საავიაციო უსაფრთხოების მხრივ, ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებლის მქონე ავიაგადამზიდველია"

ვრცლად