06.ივნისი.2018 17:50
ენერგეტიკა

7 დღე "ენგურჰესის" გარეშე - 48 მლნ/კვტ.სთ იმპორტირებული ელექტროენერგია

7 დღე "ენგურჰესის" გარეშე - 48 მლნ/კვტ.სთ იმპორტირებული ელექტროენერგია
ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორის (ესკო) ინფორმაციით, „ენგურჰესის“ უმუშევრობის პირობებში საქართველოში ყველაზე მეტი ელექტროენერგია აზერბაიჯანიდან შემოვიდა.

ესკო-ს მიერ BM.GE-სთვის მიწოდებული ოპერატიული მონაცემების მიხედვით, 24-დან 31 მაისის ჩათვლით, აზერბაიჯანიდან 21.9 მლნ/კვტ.სთ ელექტროენერგიის იმპორტი განხორციელდა, რუსეთიდან - 13 მლნ/კვტ.სთ, თურქეთიდან - 4 მლნ, სომხეთიდან კი - 0.26. კონკრეტულად რუსეთიდან იმპორტს რაც შეეხება, როგორც BM.GE-ს რამდენიმე დღის წინ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ რომეო მიქაუტაძემ განუცხადა, ის მთლიანად ოკუპირებული აფხაზეთის ელექტრომომარაგებას მოხმარდა.

რაც შეეხება ექსპორტ-იმპორტის საერთო სურათს მაისში, „ენგურჰესის“ ავარიულად გათიშვამდე, საქართველოდან 204.6 მლნ/კვტ.სთ ელექტროენერგია გაიყიდა, კრიზისულ დღეებში დეფიციტი კი საერთო ჯამში, 48 მლნ/კვტ.სთ მოცულობის ელექტროენერგიით შეივსო.

მიმდინარე წლის საპროგნოზო ბალანსის მიხედვით, რომელიც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ გასული წლის ბოლოს დაამტკიცა, „ენგურჰესს“ 2018 წლის მაისში 440 მლნ/კვტ.სთ ელექტროენერგია უნდა გამოემუშავებინა, ერთკვირიანი ჩავარდნის გამო კი, ამ ჰესის დისტრიბუცია მთლიან სისტემაში სწორედ 48 მილიონით შემცირდა.

შეგახსენებთ, რომ „ენგურჰესი“ საქართველოში ელექტროენერგიის ყველაზე მსხვილი მწარმოებელია და მისი გამომუშავება, მთლიანი გენერაციის დაახლოებით 30%-ს შეადგენს. ამ ჰესის გვირაბში სარემონტო სამუშაოებია ჩასატარებელი, რისთვისაც ობიექტი 2019 წლის გაზაფხულზე სავარაუდოდ, სამი თვით გაჩერდება.

ავტორი: დავით ჯალაღონია



15.ივნისი.2018 18:40
181

ელექტროენერგიის 6% საქართველომ ქარის სადგურიდან მიიღო

ვრცლად
15.ივნისი.2018 10:00
181

ლახამში ჰესის მშენებლობა დაიწყო

ვრცლად
06.ივნისი.2018 18:15
181

"ენერგეტიკის სექტორში სუბსიდირებაზე მთავრობა წელიწადში 500 მილიონზე მეტს ხარჯავდა"

ვრცლად
06.ივნისი.2018 11:32
181

ჰიდროსადგურების მშენებლობის პრობლემები - ჩიხი თუ შესაძლებლობა?

ვრცლად
17.მაისი.2018 14:36
181

"განახლებადი ენერგიების რესურსების ათვისება პრიორიტეტულია"

ვრცლად
16.მაისი.2018 12:46
181

ონის ჰესების კასკადის ინვესტორი გზშ-ზე დადებით დასკვნას ელოდება

ვრცლად