მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

წყალტუბოს პარკში შადრევნის რეაბილიტაცია ზაფხულში დასრულდება

BM.GE
22.04.19 09:52
603
წყალტუბოს პარკში შადრევნის რეაბილიტაციას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი ახორციელებს. მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოები ადგილზე მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა გიორგი შენგელიამ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერთან გრიგოლ იოსელიანთან ერთად დაათვალიერა. მუნიციპალური ფონდის ინფორმაციით, პროექტი მსოფლიო ბანკის დაფინანსებით ხორციელდება და მისი ღირებულება დაახლოებით 1.6 მილიონი ლარია. სამუშაოები ითვალისწინებს წყალტუბოს პარკში არსებული შადრევნის რეაბილიტაცია/რეკონსტრუქციას. ასევე, მის მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობას, შადრევნის მოპირკეთებას და მართვის შენობის მოწყობას.

http://www.newpress.ge/wyaltubos-parkshi-shadrevnis-reabilitaciis-samushaoebi-mimdinbareobs.