06.დეკემბერი.2018 20:00
საზოგადოება

ზურაბიშვილმა ყველაზე მეტი ფასიანი რეკლამა "იმედს" დაუკვეთა, ვაშაძემ მხოლოდ - "რუსთავი2"-ს

ზურაბიშვილმა ყველაზე მეტი ფასიანი რეკლამა "იმედს" დაუკვეთა, ვაშაძემ მხოლოდ - "რუსთავი2"-ს

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა არჩევნების მეორე ტურის ანგარიში გამოაქვეყნა. "ქართული ოცნების" მიერ მხარდაჭერილმა კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა ოფიციალური დოკუმენტების მიხედვით, 15-28 ნოემბრის პერიოდში 3.260,810 ლარის ხარჯი გასწია. გრიგოლ ვაშაძის ხარჯებმა კი -  1,257,752 ლარი შეადგინა. სალომე ზურაბიშვილმა საარჩევნო რეკლამაზე გრიგოლ ვაშაძეზე სამჯერ მეტი თანხა - 2,882,319 ლარი დახარჯა, აქედან სატელევიზიო რეკლამა 2,512,549 ლარს შეადგენდა. კონკრეტული მაუწყებლების მიხედვით, ზურაბიშვილის სარეკლამო ხარჯები ასეთია:

  • იმედი - 825,232 ლარი;

  • რუსთავი 2 - 632,188 ლარი;

  • ტვ პირველი - 325,442 ლარი;

  • კავკასია - 131,514 ლარი;

  • GDS - 129,700 ლარი;

  • ობიექტივი - 100,515 ლარი;

  • პალიტრა ტვ - 70,852 ლარი.

რაც შეეხება გრიგოლ ვაშაძეს, მეორე ტურის წინ მისი კამპანიის სატელევიზიო რეკლამა მხოლოდ რუსთავი 2-ის ეთერში გადიოდა. ვაშაძის სატელევიზიო რეკლამის ხარჯმა 821,727 ლარი შეადგინა.

ავტორი: შოთა ტყეშელაშვილი



24.იანვარი.2019 12:59
33

ზაზა ოქუაშვილს აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრის უფლებამოსილება შეუწყდა

ვრცლად
24.იანვარი.2019 12:51
40

„წინამძღვარი გარემოვაჭრეებს დახლების გზიდან 18 მეტრის დაშორებით განთავსებას სთავაზობს“

ვრცლად
24.იანვარი.2019 11:25
38

ფარავნის უღელტეხილზე მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა

ვრცლად
24.იანვარი.2019 11:14
59

“1200-მდე ტრავმირებული ცხოველი შემოვიდა ერთ წელიწადში” – ვახტანგ ლომჯარია

ვრცლად
24.იანვარი.2019 10:59
110

ბექაური-სატელეკომუნიკაციო კომპანიებს: „უარი თქვან გაძვირებაზე, დაასაბუთონ რასაც ზეპირად აცხადებენ“

ვრცლად
24.იანვარი.2019 10:45
67

კომუნიკაციების ეროვნული კომისია ფიქსირებული ბაზრის კვლევას იწყებს

ვრცლად