მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

შაბო - ოჯახის ღვინო

BM.GE
22.11.18 09:45
1242
ოჯახის ღვინო - ასეთი სათაურით გამოაქვეყნა ვრცელი ინტერვიუ გამოცემა ფორბსმა, რომელიც იუკურიძეების ოჯახსა და მათ ბიზნესს ეხება. ოჯახი უკვე რამდენიმე წელია, ცდილობს დაამსხვრიოს მითი იმის შესახებ, რომ კარგი ღვინო მხოლოდ საქართველოში, ან თუნდაც მხოლოდ საფრანგეთში იწარმოება. ფსონს კი მხოლოდ და მხოლოდ ხარისხზე დებენ, აფასებენ უკრაინულ ნიადაგს და აწ უკვე სახელმოხვეჭილ ბრენდ „შაბოს“ ზურგს ყველაზე ძვირფასი ფასეულობით - ოჯახით უმაგრებენ.