27.ნოემბერი.2015 13:20
ეკონომიკა

ზურაბ აბაშიძე: გამორიცხული არ არის, რომ რუსულ ტვირთებს თურქეთის საზღვარზე პრობლემა შეექმნას

ზურაბ აბაშიძე: გამორიცხული არ არის, რომ რუსულ ტვირთებს თურქეთის საზღვარზე პრობლემა შეექმნას
 რა გავლენა ექნება საქართველოზე რუსეთ-თურქეთიში განვითარებულ მოვლენებს,  როგორც დაპირისპირებული მხარეების უშუალო მეზობელზე?, - ამ თემაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში, ზურაბ აბაშიძე გადაცემა "ბიზნესკონტაქტში" აღნიშნავს, რომ არავის ინტერესბში არ არის ის, რომ ორ მეზობელს შორის ურთიერთობები დაიძაბოს. აბაშიძე აღნიშნავს რომ საქართველოს ამ შემთხვევაში არაფრის გაკეთება შეუძლია.

"არავის ინტერესბში არ არის ის, რომ ჩვენს ორ მეზობელს შორის ურთიერთობები დრამატულად გართულდეს. ეს სერიოზულად დააზიანებს მთლიანად რეგიონალურ უსაფრთხოებას და არა მარტო რეგიონალურ უსაფრთხოებას, არამედ საერთაშორისო მასშტაბით, ამიტომ იმედი მაქვს, რომ ეს სიტუაცია ნელ-ნელა განიმუხტება და სავაჭრო ურთიერთობები აღდგება. საქართველოს რისი გაკეთებაც შეუძლია ამის დიდ რეზერვს ვერ ვხედავ. ნაწილი ტვირთებისა ჩვენს ტერიტორიაზე გადის, როგორც თურქეთიდან რუსეთის მიმართულებით, ისე რუსეთიდან თურქეთის მიმართულებით. გამორიცხული არ არის, რომ რუსულ სატრანსპორტო ტვირთებს თურქეთის საზღვარზე პრობლემა შეექმნას. გარკვეულ უხერხულობას იწვევს ეს, რა თქმა უნდა საზღვრებსა და საბაჟოებზე. ყველას ესმის, რომ აქ საქართველოს ბრალეულობა არანაირად არ არის. ჩვენ სატრანზიტო ქვეყანა ვართ და აქამდე ტვირთებს ორივე მიმართულებით ყოველგვარი პრობლემის გარეშე ვატარებდით. რაც შეეხება რუსეთის ტერიტორიისკენ მიმავალ ტვირთებს პრობლემები ჩვენს მხარეზე თითქმის არ არსებობს, მხოლოდ ზაფხულის პერიოდში, როდესაც პიკია გადაზიდვების, გამტარიანობის გამო, რაღაც სირთულეები იქმნება. ამ შემთხვევაში არ ვიცი ჩვენ რისი გაკეთება შეგვიძლია. ეს რუსეთ-თურქეთის ურთიერთობაში შექმნილი სერიოზული სირთულეა და საერთო ენა მათ უნდა გამონახონ და ვფიქრობ, ასეც იქნება," - განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.
ავტორი: ბიზნესკონტაქტი



22.ოქტომბერი.2018 18:50
62

კობერიძე ლარის კურსზე: არ შეიძლება 3 წელი ვისაუბროთ მოლოდინებზე

ვრცლად
22.ოქტომბერი.2018 17:31
38

ქართული კომპანიების აქციების ფასი LSE-ზე

ვრცლად
22.ოქტომბერი.2018 13:59
658

სურგულაძე საპენსიო შენატანზე: არ ვფიქრობ, რომ თავმოყვარე კომპანიები 2%-ზე უარს იტყვიან

ვრცლად
22.ოქტომბერი.2018 11:40
201

პენსიის მსყიდველუნარიანობა დღეს არის იგივე, რაც 2013 წელს 150-ლარიან პენსიას ჰქონდა

ვრცლად
22.ოქტომბერი.2018 09:00
213

რევაზ არველაძე: ჰიდრორესურსების ათვისება მოსახლეობის თხოვნით შეჩერებულია

ვრცლად
21.ოქტომბერი.2018 18:15
423

რამდენი მილიონი ლარის მიწა გაყიდა მთავრობამ 9 თვეში

ვრცლად