მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ზუგდიდში UEFA სტანდარტის სტადიონი შენდება - ფოტო

59c129076910d
BM.GE
19.09.17 18:23
2031
ზუგდიდში, UEFA-ს III კატეგორიის შესაბამისი სტანდარტების სტადიონის მშენებლობა დასასრულს უახლოვდება. მიმდინარეობს ბუნებრივი საფარის მოწყობა და სკამების მონტაჟი. სამშენებლო სამუშაოებს კომპანია DAGI ახორციელებს.

პროექტი ითვალისწინებს ძირითადი და სათადარიგო სტადიონის მშენებლობას. მთავარი მოედანი, რომლის სამუშაოები ოქტომბერში სრულდება, 7 200-ზე მეტ მაყურებელს დაიტევს. ასევე, დაგეგმილია 1224 ადამიანზე გათვლილი სათადარიგო მოედნის მშენებლობა და განათების მოწყობა. მთავარი მოედანი ბუნებრივი საფარით, ხოლო სათადარიგო ხელოვნურით დაიფარება. პროექტის საერთო ღირებულება 20 მილიონი ლარია, სტადიონის პირველი ეტაპის სამუშაოებისთვის 9 747 000 ლარი დაიხარჯება. პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებით ხორციელდება. სტადიონები და დამხმარე ინფრასტრუქტურა 6,5 ჰექტარ მიწის ფართობს დაიკავებს.