მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ზუგდიდში ახალი გარე განათების სისტემა დამონტაჟდება

5abf7d6c7f1c1
თამუნა დემეტრაშვილი
31.03.18 16:20
1253
ქალაქ ზუგდიდში ახალი გარე განათების მონტაჟზე 1,3 მილიონი ლარი დაიხარჯება. სანათების მიწოდებასა და სამონტაჟო სამუშაოებზე ტენდერი გამოცხადდა. გამარჯვებულმა კომპანიამ ქალაქში არსებული ძველი სანათები უნდა მოხსნას და ისინი, ახალი დიოდური სანათებით ჩაანაცვლოს. ძველი განათების დემონტაჟი კომპანიამ დაუზიანებლად უნდა მოახდინოს და ის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში დარჩება. დაინტერესებულმა კომპანიებმა წინადადებები 12 აპრილიდან უნდა წარადგინონ, სამონტაჟო სამუშაოები კი ხელშეკრულების დადებიდან 150 დღეში უნდა დასრულდეს.