მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ზუგდიდის ბოტანიკური ბაღის რეაბილიტაცია წლის ბოლოს დასრულდება

5b4df2a52e260
მაია ბიწაძე
17.07.18 19:00
697
ზუგდიდის ბოტანიკური ბაღის რეაბილიტაციის პროექტი წლის ბოლოს დასრულდება, - ამის შესახებ "მუნიციპალური განვითარების ფონდის" აღმასრულებელმა დირექტორმა, გიორგი შენგელიამ "საქმიანი დილის" ეთერში განაცხადა.

"ძალიან ინტენსიურად მიმდინარეობს მუშაობა ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღთან დაკავშირებით. ძალიან საინტერესო პროექტია და ვფიქრობ, რომ მისი განხორციელების შედეგად ამ კოლორიტულ ქალაქს მნიშვნელოვანი ნაწილი განუახლდება. ვფიქრობ, რომ ეს ძალიან კარგ საშუალებას შექმნის წვრილი და საშუალო ბიზნესის განვითარებისთვის და მართლა ახალი სიცოცხლე იქნება ზუგდიდისთვის. მივიღებთ ძალიან მნიშვნელოვან ობიექტს, რომელიც სვანეთისკენ მიმავალ ყველა ტურისტულ მარშრუტში ჩაჯდება" - განაცხადა გიორგი შენგელიამ.

მისი თქმით, პროექტი წლის ბოლოს დასრულდება. მისი ჯამური ღირებულება 12 მილიონ ლარს შეადგენს.