მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ზაზა ფაჩულია საქართველოში, სიონის ტბასთან სასტუმროს ააშენებს

5c40ebeb9edac
BM.GE
18.01.19 00:54
2132
NBA-ის ჩემპიონი, ცნობილი ქართველი კალათბურთელი ზაზა ფაჩულია საქართველოში, სიონის ტბასთან სასტუმროს ააშენებს.

სასტუმროს მშენებლობას ზაზა ფაჩულია „არქი ჯგუფის“ დამფუძნებელ, დეპუტატ ილია წულაიასთან თანამშრომლობით გეგმავს. მათ ერთობლივი კომპანია „სიონი ლეიქ რესორთ & სპა“ უკვე დააფუძნეს და პროექტ „50 ქონება შენი სასტუმროსთვის“ ფარგლებში უძრავი ქონებაც შეიძინეს.

პირობის მიხედვით, ადგილზე ბუნებრივ და ხელოვნურსაფარიანი სპორტული მოედნებით აღჭურვილი, არანაკლებ 60 - ნომრიანი სასტუმრო აშენდება.

ზაზა ფაჩულიამ „არქი ჯგუფთან“ თანამშრომლობის დაწყებაზე გასული წლის ნოემბერში განაცხადა. სპორტსმენმა კომპანიის ერთ-ერთ კომპლექსში ბინაც შეიძინა; მაშინ არაერთი საინტერესო პროექტის წამოწყება დაანონსდა.